ფეხბურთი

12:20 | 16.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

აზარი: "მოურინიო “რეალში” მეპატიჟებოდა"

 

“ჩელსის” ნახევარმცველმა ედენ აზარმა განაცხადა, რომ ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო წლების წინ, მადრიდის “რეალში” მუშაობის პერიოდში მას “სამეფო კლუბში” თამაშს სთავაზობდა.

“მაშინ ფრანგულ “ლილში” ვთამაშობდი. 19-20 წლის ვიყავი. მოურინიო შემეხმიანა და “რეალში” გადასვლა შემომთავაზა. ეს ჩემთვის მართლა მაცდუნებელი წინადადება იყო, მაგრამ დავფიქრდი და თავი შევიკავე. გადავწყვიტე, ჩემი შესაძლებლობები ჯერ ფრანგულ ლიგაში დამემტკიცებინა”, – გაიხსენა აზარმა.

0.114916