ინგლისური Reuters-ის ცნობით, ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი ნახევარმცველი ედენ აზარი ევროპის ლიგის ფინალში, “ბენფიკას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
22 წლის შემტევმა ტრავმა გასულ უქმეებზე, “ასტონ ვილასთან” მოგებულ შეხვედრაში მიიღო. ბელგიელმა მუხლქვედა მყესი დაიზიანა. თუ ინგლისელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, აზარი 15 მაისს, “ბენფიკას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალში, “ჩელსის” მხრიდან, საეჭვოა ჯონ ტერის თამაშიც.