ჩოგბურთი

15:37 | 20.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

აზარენკას ჩოგბურთი მოენატრა

სადღეისოდ მსოფლიო ქალთა რეიტინგსიის ბელარუსი მესამე ნომერი ვიკტორია აზარენკა ქუსლის ტრავმის გამო „როლან გაროსს“ გამოტოვებს. აღმოსავლეთსლავ სპორტსმენს Tennis.com-ის კორესპონდენტი დაუკავშირდა და აღდგენითი პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდა.

„ვარჯიში ორიოდე დღის წინ განვაახლე. ვცდილობ შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩავდგე მწყობრში. პრობლემა მარტო კუნთების მდგომარეობა არ აღმოჩნდა, მაგრამ ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, თუმცა, კორტზე დაბრუნების კონკრეტულ თარიღს ვერ გეტყვით. ბოლო 3 წლის განმავლობაში ბევრს ვთამაშობდი, რაც ორგანიზმის მდგომარეობაზეც სათანადოდ აისახა. სხეულმა დასვენება „მომთხოვა“. ტრავმამ საშუალება მომცა სხვა საქმეებისთვისაც მიმეხედა. ამასთან ვიგრძენი, რომ ჩოგბურთი უკვე მომენატრა. ჩემ კარიერას საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა აზარენკამ. 

0.119216