მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა ვიქტორია აზარენკამ ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე გააღწია. მეოთხედფინალში მან ყველანაირი პრობლემის გარეშე დაამარცხა იტალიელი სარა ერანი - 6:2, 6:2.
შეხვედრა 1 საათი და 24 წუთი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ვიქტორიამ ექვსჯერ შესძლო მეტოქის მოწოდების აღება, საკუთარი კი მხოლოდ ორჯერ დათმო. ბელარუსმა თავი 1 ეისითაც გამოიჩინა, თუმცა 4 ორმაგი შეცდომაც დაუშვა. ამ ჩოგბურთელთა დაპირიპირებათა ისტორიაში აზარენკა დამაჯერებლად ლიდერობს - 5:1.
ნახევარფინალურ ეტაპზე ვიქტორია პოლონელ აგნეშკა რადვანსკას დაუპირისპირდება, რომელმაც, თავის მხრივ, ასპარეზობას მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, დანიელი კაროლინ ვიზნიაცკი გამოთიშა - 7:5, 6:2.
გიორგი ბარბაქაძე