ჩოგბურთი

23:06 | 17.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

აზარენკამ დოჰას ჩემპიონის ტიტული წარმატებით დაიცვა

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ შარშან ყატარის დედაქალაქ დოჰაში მოპოვებული ტიტული წელს წარმატებით დაიცვა. ფინალურ მატჩში მან დაძაბულ ბრძოლაში ამერიკელი სერენა უილიამსი დაამარცხა 7:6, 2:6, 6:3.
შეხვედრა 2 საათსა და 29 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში აზარენკამ ორი ბრეიკი შეასრულა, თუმცა სამჯერ საკუთარი ჩაწოდება დათმო. ბელარუსის ანგარიშზე 3 ეისი და ერთბაშად 7 ორმაგი შეცდომა გახლდათ, ხოლო სერენამ 11 ეისის წილ 6 ორმაგი დაუშვა.
ღევანდელი წარუმატებლობის მიუხედავად ამ ჩოგბურთელთა  ურთიერთდაპირისპირების ისტორიაში უილიამსის უპირატესობა უდიდესი გახლავთ 12:2.
ვიქტორიამ კარიერაში მეთექვსმეტე ტიტული მოიპოვა. მან 426000 ამერიკულ დოლართან ერთად 900 სარეიტინგო ქულაც დაიცვა.

0.120016