ჩოგბურთი

11:38 | 5.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

აზარენკა ფლავიას “ჩაფლავებასაც” შეეცდება

 ამერიკის პირველობაზე მეორე ნომრად განთესილი ბელარუსი ვიკტორია აზარენკა ნახევარფინალში სლოვაკი დანიელა ჰანტუჩოვას 6:2, 6:3 დამარცხების შემდეგ გავიდა. გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად აზარენკას იტალიელ ფლავია პენეტასთან მოუწევს დაპირისპირება.

24 წლის მინსკელმა აზარენკამ მეოთხედფინალის მოგების შემდეგ პრესის წარმომადგენლებთან შემდეგი განაცხადა: “დანიელასთან შეხვედრამ რთულ პირობებში ჩაიარა. მთელი მატჩის განმავლობაში მქროლავი ქარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას არ გვაძლევდა. გადამწყვეტ ეპიზოდებში კარგად ვითამაშე, რამაც გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ტრავმის შემდეგ თანდათან უწინდელი ფიზიკური ფორმის აღდგენა მოვახერხე. ახლა იმ ბურთების აღება შემიძლია, რომლებიც ცოტა ხნის წინათ მიუწვდომელი ჩანდა. პენეტას რაც შეეხება, ფლავია კარგი ადამიანია. რთულად ასახსნელია, როგორ მოახერხა მან ამდენი ტრავმის შემდეგ მაღალ დონეზე გასვლა. პენეტა კორტზე მრავალფეროვნად მოქმედებს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ადგილი უკავია რეიტინგში – ფლავია ამჟამად ბრწყინვალედ ასპარეზობს”.

0.110057