ფეხბურთი

18:56 | 28.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

აზალ-ში ქართველი მცველი ისინჯება

 

აზერბაიჯანის პრემიერლიგის კლუბ აზალ-ში მცველი გიორგი ჩიხრაძე ისინჯება. ამის შესახებ აზერბაიჯანული ინტერნეტგამოცემა apasport.az-ი იუწყება.

25 წლის მცველი ბოლოს საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის თამარაშენის “ლიახვში” თამაშობდა. ორი წლის წინ, ის ლატვიის ვირშლიგის დაუგავპილსის “დაუგავაში” გამოდიოდა, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნიდა.


0.120772