ფეხბურთი

13:11 | 22.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ახრიკ ცვეიბა მოსკოვის “დინამოში” დასაქმდა

თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მცველი ახრიკ ცვეიბა მოსკოვის “დინამოში” დასაქმდა.

რუსული პრესის ინფორმაციით, ცვეიბა მოსკოველთა სასელექციო განყოფილებაში იმუშავებს და შესაძლოა, მომავალში მისი ხელმძღვანელიც გახდეს. ცვეიბა გუნდში თბილისის “დინამოს” ყოფილმა ნახევარმცველმა გურამ აჯოევმა მიიწვია, რომელიც მოსკოვური კლუბის სპორტული დირექტორია.

“ცვეიბა სასელექციო განყოფილებაში მუშაობას სრული დატვირთვით შეუდგა. ის ფეხბურთელებს კარგად იცნობს და ფეხბურთში ერკვევა. გუნდში კი, აჯოევთან ერთად მოვიდა. დრო გვაჩვენებს, შესაძლოა განყოფილების უფროსიც გახდეს” – განაცხადა მოსკოვური საფეხბურთო კლუბის ვიცეპრეზიდენტმა გენადი სოლოვიოვმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1333