ძიუდო

20:31 | 1.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ახმეტაში საერთაშორისო ტატამები გაშალეს

ახმეტაში ძიუდოისტთა ორი საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს. ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურის სახელობის ტურნირზე, ერთმანეთს 16-წლამდე სპორტსმენები დაუპირისპირდებიან. ზვიადაურის აღმზრდელ გუგული აბრამიშვილის სახელობის შეჯიბრებაზე კი, 23-წლამდელები იჭიდავებენ.

დღეს ჩემპიონ-პრიზიორები უმცროსთა ოთხ და უფროსთა 3 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. 16-წლამდელებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დედოფლისწყაროელი ბაჩანა ჭიკაიძე (55 კგ), აზერბაიჯანელი ბაირამ ჰუსეინოვი (60 კგ), ბოლნისელი ირაკლი გოგებაშვილი (66 კგ) და თბილისელი გიორგი ქურდიანი (+66 კგ) ავიდნენ. 23-წლამდელთა შორის კი, ოქროს მედლებს აზერბაიჯანელი რაშიდ ჰალილოვი (55 კგ), თელაველი ვახტანგ ჩიდრაშვილი (60 კგ) და ზესტაფონელი მინდია ლილუაშვილი (66 კგ) დაეუფლნენ.
ტურნირები სამ ტატამზე იმართება და ქართველ და აზერბაიჯანელ ძიუდოისტებთან ერთად, მასში მონაწილეობას ლიტველები იღებენ. წინასწარი გეგმით, ახმეტაში უკრაინისა და სომხეთის ნაკრებებიც უნდა ჩასულიყვნენ, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრეს.
ხვალ უმცროსებში მედლები 38, 42, 46 და 50 კილოგრამებში გათამაშდება, უფროსებში – 73, 81, 90 და +90 კილოგრამებში.
ახმეტური ტურნირები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ძიუდოს ფედერაციის, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სკოლის ორგანიზებით ტარდება.


ძიუდო. საერთაშორისო ტურნირი
ახმეტა. 1 ივნისი

ზურაბ ზვიადაურის სახელობის ტურნირი

55 კგ

1 ბაჩანა ჭიკაიძე (დედოფლისწყარო)
2 ხიდაიატ სეიდაროვი (აზერბაიჯანი)
3 გიორგი ზაქაიძე (დედოფლისწყარო)
3 ლაშა ბუნტური (დედოფლისწყარო)

60 კგ
1 ბაირამ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)
2 სამირ აგაევი (აზერბაიჯანი)
3 ვანო ჯანიბეგაშვილი (ახმეტა)
3 დევიდას ტარულისი (ლიტვა)

66 კგ
1 ირაკლი გოგებაშვილი (ბოლნისი)
2 ნოვრუზ ნასიროვი (აზერბაიჯანი)
3 ალეკო კობაიძე (დედოფლისწყარო)
3 მიტუშა ონიანი (თბილისი)

+66 კგ
1 გიორგი ქურდიანი (თბილისი)
2 გიორგი გველესიანი (თბილისი)
3 ვანო ჩურჩხელაშვილი (ახმეტა)
3 ჯაბა მუმლაძე (ახმეტა)

გუგული აბრამიშვილის სახელობის ტურნირი

55 კგ

1 რაშიდ ჰალილოვი (აზერბაიჯანი)
2 გიორგი ხუციანიძე (დედოფლისწყარო)
3 გიორგი ზარაფიშვილი (დედოფლისწყარო)
3 სოსო ბაჩიაშვილი (ახმეტა)

60 კგ
1 ვახტანგ ჩიდრაშვილი (თელავი)
2 გიორგი მახარაშვილი (გურჯაანი)
3 გიორგი ბუნტური (დედოფლისწყარო)
3 ცოტნე წიკლაური (დედოფლისწყარო)

66 კგ
1 მინდია ლილუაშვილი (ზესტაფონი)
2 ბექა ვიბლიანი (ბოლნისი)
3 ზეზვა არაბული (თბილისი)
3 იაკობ გაზდელიანი (თბილისი)

 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091936