„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი გულშემატკივრებს ჰპირდება, რომ გუნდის კაპიტანი სტივენ ჯერარდი მინდორს ახალი წლის პირველსავე დღეს, პრემიერლიგის მორიგ მატჩში „ჰალ სიტის“ წინააღმდეგ თამაშისას დაუბრუნდება. ტრავმის გამო ჯერარდს ენფილდელთა მაისური 7 დეკემბრის შემდეგ არ მოუზომავს.
„ჰალს“ ჯორდან ჰენდერსონიც დაუპირისპირდება, რომელმაც „ჩელსისთან“ საკვირაო დაპირისპირებისას ფეხი იღრძო. სამაგიეროდ, სერიოზული დაზიანებები მიიღეს ჯო ალენმა და მამადუ საჰომ. ორივე მათგანს რამდენიმეკვირიანი უქმობა მოუწევს.





