ძიუდო

17:10 | 10.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

ახალი რეიტინგი თითო-ოროლა სიახლით

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს უახლესი რეიტინგსია გამოაქვეყნა. იმის გამო, რომ სეზონი სრულდება და სატურნირო აქტიურობაც აღარაა, ძველ რეიტინგში ბევრი არაფერი შეცვლილა. საქართველოს ნაკრების წევრთა და კანდიდატთა უმეტესობაც იმავე პოზიციაზე დარჩა, თუმცა რამდენიმე საგულისხმო სიახლეც გამოჩნდა. მათ შორის გამოსარჩევი ლევან ჟორჟოლიანისა (100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილის (+100 კგ) დაწინაურებაა. ჟორჟოლიანმა მეთხუთმეტე ადგილიდან მეთორმეტემდე აინაცვლა, ხოლო ხანჯალიაშვილმა – ოცდამეშვიდედან ოცდამესამემდე.
ქართველთაგან ყველაზე მაღალი რეიტინგი ისევ ამირან პაპინაშვილს (60 კგ) აქვს. იგი 708 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს. ათეულში პაპინაშვილის გარდა ვარლამ ლიპარტელიანიცაა (90 კგ), მეცხრე ადგილზე. ყველაზე ცუდი მდგომარეობა კი კვლავ 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებშია, სადაც საუკეთესორეიტინგიანი ქართველმა სპორტსმენებმა ოდნავ, მაგრამ მაინც უკან დაიხიეს.
შალვა ქარდავა (66 კგ) 41-ე ადგილზეა და ბოლო მონაცემებით, ოლიმპიური ლიცენზიების ნორმატივში მაინც ჯდება. ნუგზარ ტატალაშვილს (73 კგ) კი ჯერჯერობით ევროპისთვის გამოყოფილი დამატებითი სალიცენზიო ქვოტაც არ შველის, თუმცა ამ უქმეებზე, სამოას მსოფლიოს თასზე წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში შეუძლია მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესოს.
შეგახსენებთ, ლონდონის ოლიმპიადის საგზურს თითოეულ წონაში 22 საუკეთესო მიიღებს. თუ პირველ ოცდაორში ერთი და იმავე ქვეყნის ორი ძიუდოისტი მოხვდა, მაშინ ოლიმპიური გზა ოცდამესამე ნომერს ეხსნება და ასე შემდეგ. ამის გარდა, ევროპას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია 14 ლიცენზიასაც გამოუყოფს (თითო წონაში ორ-ორს).
განახლებული რეიტინგსიის პირველ ხუთეულებს და ყველა ქართველი ძიუდოისტის პირად რეიტინგს აქვე გთავაზობთ.

60 კგ
1     რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)        2290
2     ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია)            1140
3     გიორგი ზანთარაია (უკრაინა)        1024
4     ჰიროფუმი იამამოტო (იაპონია)        1020
5     არსენ გალსტიანი (რუსეთი)        862
7     ამირან პაპინაშვილი                708
25     ბეთქილ შუკვანი                360
34     დავით ასუმბანი                285
72     პაატა მერებაშვილი                84
157     ნესტორ ხერგიანი                12

66 კგ
1     მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)            1281
2     ალიმ გადანოვი (რუსეთი)            1192
3    მასაში ებინუმა (იაპონია)            1190
4     ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)1148
5     ჯუნპეი მორიშიტა (იაპონია)        1016
41     შალვა ქარდავა                200
106    დავით ასუმბანი                40
148    გიორგი მკალავიშვილი            20
165     გიორგი შოშიაშვილი            18
169     პაატა მერებაშვილი            16
180    მიხეილ ხომიზური                14
185     უჩა ხუციშვილი                12
185      სანდრო იაკობაშვილი            12
185     არსენა მაჭარაშვილი            12

73 კგ
1     რიკი ნაკაია (იაპონია)            1558
2     კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)        1434
3     დექს ელმონი (ჰოლანდია)            1120
4     ჟოაო პინა (პორტუგალია)            850
5     დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია)        850
38     ნუგზარ ტატალაშვილი            228
44     ამბაკო ავალიანი                176
59     თენგიზ პაპოშვილი                124
91     ზაზა კედელაშვილი            68
153     ზვიად ბაზანდარაშვილი            20
177     ზურაბ ნოზაძე                16
217     დავით კობერიძე                10

81 კგ
1     ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)        1870
2     ლეანდრო გილეირო (ბრაზილია)        1520
3     ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია)            1000
4     ელნურ მამადლი (აზერბაიჯანი)        944
5     ტრევის სტევენსი (აშშ)            854
28     ავთანდილ ჭრიკიშვილი            344
35     ლევან წიკლაური                292
61     დავით კარბელაშვილი            146
131     დავით ქევხიშვილი                30
131     ხვიჩა ხუციშვილი                30
136     იოსებ წელაური                28
161     პაატა ღვინიაშვილი            20
230     გიორგი ბაინდურაშვილი            6
230     დავით ჭაბუკაშვილი            6
257     გრიგოლ შინჯიკაშვილი            2

90 კგ
1     ილიას ილიადისი (საბერძნეთი)        1626
2     ტაკაში ონო (იაპონია)            1506
3     დაიკი ნიშიამა (იაპონია)            1428
4     კირილ დენისოვი (რუსეთი)            948
5    დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი)        942
9     ვარლამ ლიპარტელიანი            746
49     ზვიად გოგოჭური                166
72     მინდია ბოდაველი                92
90     საბა გავაშელიშვილი            58
114     ლაშა გურული                34
132     გიორგი ცოციაშვილი            24
178     ბეთქილ ნავერიანი                6

100 კგ
1     ტაკამასა ანაი (იაპონია)            1426
2     ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი)        1270
3     მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)            1136
4     სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი)        1106
5     ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)            1064
12     ლევან ჟორჟოლიანი            620
23     ირაკლი ცირეკიძე                454
59     დავით ლორიაშვილი            88
70    რევაზ ჩიკოიძე                56
89     ალექსანდრე მსხალაძე            36
110     ნოდარ მეტრეველი                20
119     ზურაბ ზვიადაური                18

+100 კგ
1     ტედი რინერი (საფრანგეთი)        2030
2     ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე)        1480
3     ანდრეას ტოლცერი (გერმანია)        1296
4     სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)        1088
5     კეიჯი სუზუკი (იაპონია)            810
23     ზვიად ხანჯალიაშვილი            370
34    ადამ ოქრუაშვილი                260
63    ლაშა გუჯეჯიანი                86
83    ნოდარ მეტრეველი                46
124    გიგა გუბელაძე                8
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097433