ძიუდო

17:09 | 5.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ახალი რეიტინგი


ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც 30-31 მარტს ჩატარებული სამსუნის “დიდი პრიზის” შედეგებიცაა გათვალისწინებული. ტურნირის პრესტიჟულობის მიუხედავად, მონაწილე ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა თურქეთში ტიტულოვანი ძიუდოისტების ჩაყვანისგან თავი შეიკავეს და შესაბამისად, რეიტინგის სათავეშიც მხოლოდ თითოოროლა გადაადგილება მოხდა.

სამსუნში არც საქართველოს ნაკრები ჩასულა საბრძოლო შემადგენლობით. კანდიდატთა გუნდიდან კი ყველაზე მეტად 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ზებედა რეხვიაშვილმა იხეირა. ქართული განაცხადის წევრთაგან საპრიზო სამეულში შესვლა მხოლოდ მან შეძლო. ბრინჯაოს მედლის მოპოვებით რეხვიაშვილმა 120 სარეიტინგო ქულა შეიმატა, რამაც 27-ე ადგილიდან ათი საფეხურით დააწინაურა და თავისზე მაღლა მდგომი ნუგზარ ტატალაშვილიც უკან მოატოვებინა. ამ უკანასკნელს თურქეთში არ უჭიდავია, ახალ რეიტინგში სამი პოზიციით უკან დაიხია და 21-ე ადგილს იკავებს.

“დიდ პრიზზე” მე-5 ადგილის დამკავებელმა ონისე ბუღაძემ (+100 კგ) პირად რეიტინგს 60 ქულა შემატა და ეს მონაგარი 42 საფეხურით დასაწინაურებლად ეყო. ქართველი მძიმეწონოსანი, რომელიც აქამდე ასეულში არასოდეს ყოფილა, ამჯერად 77-ე ადგილზეა.

პაატა მერებაშვილმა (60 კგ), არსენა მაჭარაშვილმა (73 კგ) და დავით ლორიაშვილმა (100 კგ) თურქულ ტატამზე 36-36 ქულა შეიმატეს. ტურნირს სამივე მერვედფინალიდან გამოეთიშა. მაჭარაშვილი წინა რეიტინგში ორასეულს მიღმა იდგა. ახლა კი 121-ე პოზიციას იკავებს. მერებაშვილი 17 ერთეულით დაწინაურდა, ხოლო ლორიაშვილი – 7-ით.

შვიდი წონითი კატეგორიიდან ლიდერი ერთადერთში – 100 კილოგრამში შეიცვალა. ჩეხმა ლუკაშ კრპალეკმა, რომელიც აქამდე მსოფლიო რეიტინგსიის მეორე ნომერი იყო, თურქული ბრინჯაოს წყალობით ყოფილ პირველადგილოსანს, უზბეკ რამზიდინ საიდოვს გაუსწრო. შეგახსენებთ, სამსუნის “დიდ პრიზზე” დავით ლორიაშვილი სწორედ კრპალეკთან დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან ყველაზე მაღალი რეიტინგი კვლავ ვარლამ ლიპარტელიანს (90 კგ) აქვს. ევროპის მოქმედი ჩემპიონი თავისი წონის ერთპიროვნული ლიდერია და უახლოეს მდევარს, კუბელ ეშლი გონსალესს 370 ქულით უსწრებს.

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი 66 კილოგრამში მეორე ნომერია და ლიდერ დავიდ ლაროშს მხოლოდ 48 ქულით ჩამორჩება. ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) კი თავიანთ წონებში მესამე პოზიციას იკავებენ.

ქვემოთ შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულებს და ყველა ქართველის რეიტინგს გთავაზობთ.

 

60 კგ

1 ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია)            1288

2 არსენ გალსტიანი (რუსეთი)          1094

3 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)        910

3 ამირან პაპინაშვილი             910

5 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)        890

7 ბეთქილ შუკვანი                       800

64 გიორგი მესაბლიშვილი               120

87 პაატა მერებაშვილი             74

129 ვაჟა მარგველაშვილი                 24

229 გიორგი ბროლაშვილი               2

 

66 კგ

1 დავიდ ლაროში (საფრანგეთი)        1120

2 ლაშა შავდათუაშვილი                 1072

3 მასაში ებინუმა (იაპონია)             990

4 იუნ-ჰო ჩო (სამხრეთ კორეა)          980

5 ალიმ გადანოვი (რუსეთი)            806

33 შალვა ქარდავა                        268

87 თორნიკე თათარაშვილი         82

118 ტრისტან ფეიქრიშვილი        42

127 სანდრო იაკობაშვილი                38

137 დავით ასუმბანი                      28

189 ვანიკო თოთლაძე               12

205 გიორგი მკალავიშვილი        10

284 გიორგი შოშიაშვილი                1

 

73 კგ

1 რიკი ნაკაია (იაპონია)                1174

2 დექს ელმონი (ჰოლანდია)            1052

3 მანსურ ისაევი (რუსეთი)                     1028

4 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)       1010

5 ნიამ-ოჩირ საინარგალი (მონღოლეთი)       892

17 ზებედა რეხვიაშვილი                 396

21 ნუგზარ ტატალაშვილი                350

93 ამბაკო ავალიანი                      76

100 თენგიზ პაპოშვილი            70

121 არსენ მაჭარაშვილი                  48

223 გიორგი პაპუნაშვილი                12

297 ზურაბ ნოზაძე                       2

 

81 კგ

1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)       1578

2 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია)      1026

3 ავთანდილ ჭრიკიშვილი                976

4 იახიო იმამოვი (უზბეკეთი)           920

5 ოლე ბიშოფი (გერმანია)                    806

24 ლევან წიკლაური               402

83 ლაშა ზურაბიანი                      82

108 ბექა ღვინიაშვილი             60

157 პაატა ღვინიაშვილი                  26

196 დავით კარბელაშვილი                16

199 იასონ ჩილინდრიშვილი        14

 

90 კგ

1 ვარლამ ლიპარტელიანი                1668

2 ეშლი გონზალესი       (კუბა)             1298

3 ილიას ილიადასი (საბერძნეთი)              1240

4 დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი)        982

5 მასაში ნიშიამა (იაპონია)             870

16 ზვიად გოგოჭური               372

127 ლაშა ტაველური               40

143 ზურაბ ზვიადაური             32

143 ბექა ღვინიაშვილი             32

203 ლაშა გურული                       7

 

100 კგ

1 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)            1096

2 რამზიდინ საიდოვი (უზბეკეთი)              1042

3 ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი)         1020

4 ტემუულენ ბატულგა (მონღოლეთი)  952

5 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)                    950

13 ლევან ჟორჟოლიანი             538

15 ირაკლი ცირეკიძე               488

39 ალექსანდრე მსხალაძე                194

50 დავით ლორიაშვილი                  156

61 ბექა ბერძენიშვილი             120

87 ლაშა გურული                        62

133 ნოდარ მეტრეველი             22

136 ირაკლი ქობლიანიძე                 20

161 გიორგი ნოზაძე                      14

 

+100 კგ

1 ტედი რინერი (საფრანგეთი)          1690

2 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)             1266

3 რაფაელ სილვა (ბრაზილია)          1154

4 ალექსანდრ მიხაილინი (რუსეთი)     970

5 ადამ ოქრუაშვილი               906

45 ზვიად ხანჯალიაშვილი               160

58 ნოდარ მეტრეველი              121

77 ონისე ბუღაძე                   76

92 ლევან მატიაშვილი              44

94 გიორგი ზაქარიაძე              42

143 ლაშა გუჯეჯიანი              8

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08775