ძიუდო

19:01 | 9.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ახალი ქულები პარიზის შემდეგ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატის შედეგები დააჯამა და ახალი რეიტინგსია გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრების წევრთაგან, სეზონის უმთავრეს ტურნირზე სამეულში მოხვედრა მხოლოდ ირაკლი ცირეკიძემ (100 კგ) შეძლო და ცხადია, რეიტინგშიც თანაგუნდელთაგან გამორჩეულად დაწინაურდა. ბრინჯაოს მედლისთვის მიღებულმა 200-მა ქულამ ცირეკიძე 21-ე პოზიციამდე ასწია.
პარიზულ ტატამზე სულ 14 ქართველი გავიდა და მათგან მეოთხედფინალში გაღწევა და შესაბამისად, რეპეშაჟში გადასვლა ირაკლი ცირეკიძის გარდა ერთადერთმა ძიუდოისტმა შეძლო – ასევე 100 კილოგრამში მოჭიდავე ლევან ჟორჟოლიანმა. მართალია დამამშვიდებელ ეტაპზე უმალ წააგო, მაგრამ მე-7 ადგილით 80 სარეიტინგო ქულა მიითვალა და 4 საფეხურით დაწინაურდა – ამჟამად მე-16 ადგილზეა.
ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) 60-60 ქულა შეიმატეს, მერვედფინალში გასვლისთვის. ჭრიკიშვილი ამ მონაგარმა 37-ე ადგილიდან 27-მდე ასწია და უკან ლევან წიკლაური მოიტოვა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატამდე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ყველაზე მაღალრეიტინგიანი ქართველი იყო. ამჟამად წიკლაურის ანგარიშზე მაშინდელივით 316 ქულაა და იგი იმავე – 31 პოზიციაზე დგას.
ადამ ოქრუაშვილი ზვიად ხანჯალიაშვილს 42 ქულით და 2 საფეხურითღა ჩამორჩება, თუმცა საამაყოს ვერც ერთი მათგანის პოზიციას ვერ ვუწოდებთ. ხანჯალიაშვილი 29-ეა, ოქრუაშვილი - 31-ე.
საქართველოს ნაკრების წევრთაგან საუკეთესო რეიტინგი კვლავ ამირან პაპინაშვილს (60 კგ) აქვს. მართალია, მის ანგარიშზე ისევ 756 ქულაა, მაგრამ ესეც ჰყოფნის მე-7 ადგილისთვის. ათეულში კიდევ ერთი ქართველია – ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) მე-10 ადგილს იკავებს, მიუხედავად იმისა, რომ პარიზში ტატამზე მხოლოდ ერთხელ გავიდა.
66 და 73 კილოგრამი წონითი კატეგორიები ქართული ძიუდოსთვის ისეთივე წარუმატებელ წონებად რჩება, როგორიც მსოფლიოს ჩემპიონატამდე იყო. ქართული გუნდის წევრთათვის ოცდაათეულიც კი მიუწვდომელია. შალვა ქარდავა (66 კგ) 37-ე ადგილს იკავებს, ხოლო ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) - 33-ეა. 66 კილოგრამის რეიტინგში აღარაა წლების წინანდელი საქართველოს ნაკრების ლიდერი ზაზა კედელაშვილი, 73-ს კი დავით ქევხიშვილი გამოაკლდა.
რაც შეეხებათ წონის უცხოელ ლიდერებს, შვიდი წონიდან ხუთში ცხრილს სათავეში ისევ ის ძიუდოისტები უდგანან, რომლებიც მსოფლიოს პირველობამდე პირველობდნენ – უზბეკი რიშოდ სობიროვი (60 კგ), სამხრეთკორეელი ჯაე-ბუმ კიმი (81 კგ), საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ილიას ილიადისი (90 კგ), იაპონელი ტაკამასა ანაი (100 კგ) და ფრანგი ტედი რინერი (+100 კგ). ამათგან ყველაზე მეტით უახლოეს მდევარს სობიროვი უსწრებს. მასსა და იაპონელ ჰიროაკი ჰირაოკას შორის სხვაობა 1336 სარეიტინგო ქულაა.
66 კილოგრამში ძველ ლიდერს, მონღოლ ცაგაანბაატარ ჰაშბაატარს წარუმატებელი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ერთდროულად ორმა კონკურენტმა გაუსწრო – იაპონელმა ჯუნპეი მორიშიტამ და რუსმა მუსა მოგუშკოვმა. 73-ის ექსპირველადგილოსანი, სამხრეთკორეელი კი-ჩუნ ვანგი კი იაპონელ რიკი ნაკაიას ჩამორჩა.
აქვე შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულები და საქართველოს ნაკრების ყველა კანდიდატის რეიტინგი.


60 კგ
1     რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)       2630
2     ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია)            1294
3     გიორგი ზანთარაია (უკრაინა)         1134
4     ჰიროფუმი იამამოტო (იაპონია)      1000
5     არსენ გალსტიანი (რუსეთი)             890
7     ამირან პაპინაშვილი               756
22     ბეთქილ შუკვანი                   360
28     დავით ასუმბანი                   325
82     პაატა მერებაშვილი                64
158     ნესტორ ხერგიანი                 12
177     სოსო ნიჟარაძე                     10


66 კგ
1     ჯუნპეი მორიშიტა (იაპონია)           1284
2     მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)              1251
3     ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)     1198
4    მასაში ებინუმა (იაპონია)                  1190
5     ალიმ გადანოვი (რუსეთი)                1160
37     შალვა ქარდავა                       224
110    დავით ასუმბანი                     40
134     უჩა ხუციშვილი                     24
140      სანდრო იაკობაშვილი            22
159     გიორგი შოშიაშვილი               18
162    მიხეილ ხომიზური                   16
162     პაატა მერებაშვილი                 16
186     არსენა მაჭარაშვილი                12
202     გიორგი ფერსაშვილი               10


73 კგ
1     რიკი ნაკაია (იაპონია)                        1538
2     კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)           1334
3     დექს ელმონი (ჰოლანდია)                 1200
4     ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია)             1100
5     ჟოაო პინა (პორტუგალია)                    878
33     ნუგზარ ტატალაშვილი             230
43     ამბაკო ავალიანი                      176
51     ზაზა კედელაშვილი                 148
64     თენგიზ პაპოშვილი                 120
131     დავით კუპრაშვილი                 30
151     ზვიად ბაზანდარაშვილი          20
169     ზურაბ ნოზაძე                         16
206     მიხეილ ხომიზური                  10
206     დავით კობერიძე                     10


81 კგ
1     ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)           2110
2     ლეანდრო გილეირო (ბრაზილია)         1600
3     ელნურ მამადლი (აზერბაიჯანი)          934
4     ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია)                       880
5     იან ბარტონი (ბრიტანეთი)                      838
27     ავთანდილ ჭრიკიშვილი              344
31     ლევან წიკლაური                         316
57     დავით კარბელაშვილი                146
114     ხვიჩა ხუციშვილი                        40
134     დავით ქევხიშვილი                      30
140     იოსებ წელაური                            28
211     პაატა ღვინიაშვილი                       8
225     გიორგი ბაინდურაშვილი              6
225     დავით ჭაბუკაშვილი                     6

238     გრიგოლ შინჯიკაშვილი                4

90 კგ
1     ილიას ილიადისი (საბერძნეთი)          1856
2     ტაკაში ონო (იაპონია)                             1530
3     დაიკი ნიშიამა (იაპონია)                       1498
4     ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)         1026
5     კირილ დენისოვი (რუსეთი)                  1008
10     ვარლამ ლიპარტელიანი             666
43     ზვიად გოგოჭური                       186
55     მინდია ბოდაველი                      132
89     საბა გავაშელიშვილი                    58

111     ლაშა გურული                             34
114     გრიგოლ მამრიკიშვილი               30
129     გიორგი ცოციაშვილი                   24
177     ბეთქილ ნავერიანი                       6


100 კგ
1     ტაკამასა ანაი (იაპონია)                          1736
2     ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი)                1318
3     სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი)            1116
4     ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)                          1094
5     მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)                      1064
16     ლევან ჟორჟოლიანი                      560
21     ირაკლი ცირეკიძე                         484
53     დავით ლორიაშვილი                    108
70     რევაზ ჩიკოიძე                                56
85     ალექსანდრე მსხალაძე                  36
106     ნოდარ მეტრეველი                       20
115     ზურაბ ზვიადაური                      18


+100 კგ
1     ტედი რინერი (საფრანგეთი)                   2280
2     ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე)                    1520
3     ანდრეას ტოლცერი (გერმანია)              1326
4     სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)            976
5     კეიჯი სუზუკი (იაპონია)                         814
29     ზვიად ხანჯალიაშვილი               326
31     ადამ ოქრუაშვილი                        284
45     ლაშა გუჯეჯიანი                          176
84     ნოდარ მეტრეველი                         46
123     გიგა გუბელაძე                               8


ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089744