ძიუდო

18:08 | 1.06.2014 | ნანახია 1113 - ჯერ

ახალი ქართველის ოქროს დებიუტი

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების ახალი წევრი ესტერ სტამი სადებიუტო საერთაშორისო ტურნირზე - მადრიდში გამართულ ევროპის ღია ტურნირზე ჩემპიონი გახდა. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნატურალიზებულმა ქართველმა ესპანურ ტატამზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე დამაჯერებლად მოიგო.

შეჯიბრებაში სტამი მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ესპანელი მარია დელმარ პარედესი ორ წუთში დასცა ბეჭებზე. იტალიელ ჯენიფერ პიზანტისაც ლამაზი სუფთა გდებით მოუმთავრა საქმე, შეხვედრის მე-4 წუთზე. არადა იქამდე, მსაჯისგან იტალიელისთვის ნაჩუქარი იუკოთი აგებდა. ნახევარფინალში ფრანგ მარგო პინოს ვაზარ-იუკოთი აჯობა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი იტალიელი ჯულია კანტონი პირველივე შეტევით ვაზარზე დააგდო და შეტევა შებოჭვით დააგვირგვინა.

კადეტთა და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონმა ესტერ სტამმა ევროპის ღია ტურნირის ოქროს მედალთან ერთად 100 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა რაც მსოფლიოს რეიტინგში სავარაუდოდ 70-ე ადგილამდე დააწინაურებს.

დღესვე საქმეში საქართველოს კაცთა ნაკრების წევრები: გიორგი ნადირაძე (90 კგ), გურამ თუშიშვილი (100 კგ) და როსტომ ხახალეიშვილიც (+100 კგ) ჩაერთნენ, მაგრამ სამივე წინასწარ ეტაპზევე დამარცხდა.

ნადირაძე ესტონელ ალექსანდრ მარმელიუკთან პირველი წუთის მიწურულს ვაზარზე დავარდა და იქვე შებოჭვაზე მოჰყვა. ხახალეიშვილიც ერთადერთხელ გავიდა ტატამზე - უკრაინელ ანდრეი კოლესნიკთან სამ წუთში მსაჯისგან 4 შიდო მიიღო.

თუშიშვილმა პირველი მეტოქე – ესპანელი სერხიო ტრილიო ვალეირო მეხუთე წუთზე შებოჭა. ბელგიის ნაკრების წევრ ტომა ნიკიფოროვთან კი უშანსოდ წააგო. საწყის ორ წუთში მსაჯისგან ორი გაფრთხილება მიიღო, მესამე წუთზე კი სუფთა გდებით დამარცხდა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:16 | 27.06.2015
FraNKeNsTeiN_:*:* (3275)

ეგეც არ წაგართვან...ეს უეჭველი უნდა მოვიყვანოთ

13:11 | 27.06.2015
რენე ფერეირა (6798)

Sheidzens vitom?interma ar aaxios isev.ddd

14:17 | 27.06.2015
FraNKeNsTeiN_:*:* (3275)

ინტერს რაღაცის იმედი აქ ეტყობა,მაგრამ ჩაუხშობენ

11:18 | 27.06.2015
chamilo (33560)

სანამ მილანის ფორმას არ ჩაიცმევს მანამ ვერ ენდობი ამ ინფოს მასე ვიტცელიც მიჰყავდათ,მარტინესიც კონდოგბიაც

0.065221
1113