“ალ ჯაზირას” მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, გერმანიის, იტალიის, სლოვენიისა და უნგრეთის ოლიმპიურმა კომიტეტებმა ტერორისტული მუქარის შემცველი წერილები მიიღეს, რომელიც სოჭის ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება.
სკანდალური ინფორმაცია გერმანიისა და უნგრეთის ოლიმპიურმა კომიტეტებმაც დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ უკვე საქმის კურსში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და რუსული მხარეც ჩააყენეს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და მომავალი ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები კი იმედოვნებენ, რომ სერიოზული საფრთხე არ არსებობს. როგორც ირკვევა, მუქარისშემცველ წერილებს ავტორი ოლიმპიური ოჯახის უამრავ წევრს უგზავნის.
ოლიმპიური თამაშები სოჭში 7 თებერვალს გაიხსნება და ორი კვირა გასტანს.