სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

16:47 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ახალი მთავარი მწვრთნელი ,,გურიას“ გულშემატკივრებს ევროლიგას პირდება

უეფას მიერ ლიცენზირებული (პრო უეფა #142) მწვრთნელი, უკრაინისა და აზერბაიჯანის დამსახურებული მწვრთნელის წოდებების მფლობელი, წარსულში ფეხბურთელი რომან პოკორა 18 სექტემბერს საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ლანჩხუთის ,,გურიას“ მთავარი მწვრთნელის ამპლუაში წარსდგა ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების წინაშე. მისი ,,გურიაში“ ჩამოყვანის ინიციატორი გახლავთ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე, კლუბის ადმინისტრაცია მის ამ ინიციატივას დაეთანხმა. რომან პოკორას სამწვრთნელო კარიერა შემდეგნაირად გამოიყურება: 1983–1985 _ ლუცკის ,,ვოლინი“, უკრაინა (უმაღლესი ლიგა) 1987– 1988 _ უკრაინის ნაკრები (ახალგაზრდული) 1989–1990 _ ბელცის ,,ზარია“, მოლდავეთი 1990_ 1992 _ როვნოს ,,ვერესი“, უკრაინა 1992–1994 _ ლვოვის ,,კარპატი“, უკრაინა (უმაღლესი ლიგა). მონაწილეობდა ,,უეფას“ თასზე. 1994–1996 _ ლუცკის ,,ვოლინი“, უკრაინა (უმაღლესი ლიგა) 1996–1998 _ ზამოშის ,,გეტმანი“, პოლონეთი (პირველი ლიგა) 1999_ 2006 _ ალექსანდრიის ,,ალექსანდრია“, უკრაინა (უმაღლესი ლიგა) 2006 2010 _ ზაქათალას ,,სიმურგი“, აზერბაიჯანი (პრემიერ ლიგა). მონაწილეობდა ევროპის ლიგის ტურში 2011–2012 _ ხარკოვის ,,ჰელიოსი“ უკრაინა (პირველი რიგა) ,,სიმურგმა“ დაიკავა მე–3 ადგილი აზერბაიჯანის ჩემპიონატში, მონაწილეობას იღებდა ევროპის ლიგის  საკვალიფიკაციო  ეტაპზე 2009–2010 წლებში. 2010– 2011 წლის სეზონზე მიენიჭა აზერბაიჯანის საუკეთესო მწვრთნელის წოდება. უკრაინაში უმაღლესი ლიგის მთავარი მწვრთნელის რანგში ჩაატარა 177 მატჩი. აზერბაიჯანში მთავარი მწვრთნელის რანგში ჩაატარა 120 მატჩი. პრესკონფერენცია ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ბატონმა პოკორამ ამომწურავად უპასუხა ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების შეკითხვებს. გამოიკვეთა მესიჯები, რომ მისი მიზანია ლანჩხუთის ,,გურია“ ევროთასებზე გაიყვანოს და გუნდი პირველ სამეულში მოხვდეს. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, თუ რა ექსტრემალურ პირობებში მოახერხა ,,გურიამ“ თბილისის ,,დინამოს“ დამარცხება და აღნიშნა ახლანდელი მთავარი მწვრთნელის დავით მახარაძის მონდომება. მისი თქმით, მათი თანამშრომლობა გუნდის წარმატებისთვის საჭირო კომპონენტია. გუნდის მთავრ მწვრთნელად მუშაობას რომან პოკორა ერთი კვირის შემდეგ შეუდგება . მომდევნო  კალენდარულ  მატჩს  ,,გურია“ 21  სექტემბერს  რუსთავის  ,,მეტალურგთან“  ქობულეთის  ,,ჩელე  არენაზე“  გამართავს   და  გუნდს  ჯერჯერობით    დავით  მახარაძე  გაიყვანს.  

საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის ,,გურიას პრესსამსახური


სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117874