“ლივერპული” დაცვის ხაზს კევინ სტიუარტით აძლიერებს. Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 წლის ფეხბურთელმა მერსისაიდელებთან 2-წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა.
კევინ სტიუარტმა პროფესიული კარიერა შარშანდელ სეზონში დაიწყო, “ტოტენჰემის” რიგებში, მაგრამ სეზონის მიმდინარეობისას კლუბმა ინგლისის მესამე დივიზიონში მოთამაშე “ქრიუ ალექსანდრაში” გაანათხოვრა.