ფეხბურთი

11:52 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ახალი კონტრაქტი ლავესისათვის

ფრანგული პსჟ-ს ხელმძღვანელობა გუნდის არგენტინელ თავდამსხმელ ესეკიელ ლავესის ახალ კონტრაქტს სთავაზობს.

29 წლის ფეხბურთელის მოქმედ შეთანხმებას ვადა 2016 წლის ზაფხულში ეწურება და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს საუბრობდნენ მისი პარიზული გრანდიდან წასვლაზე, მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა ესეკიელის შენარჩუნება გადაწყვიტა.

RMC-ს ცნობით, ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ჯერჯერობით მისი დეტალები უცნობი რჩება. თუ პსჟ-მ და ლავესიმ შეთანხმებას მიაღწიეს, ლონდონის “ჩელსის” და სტამბოლის “გალათასარაის”, რომლებიც ყველაზე მეტად აქტიურობდნენ, არგენტინელის შეძენის განზრახვაზე ხელის აღება მოუწევთ.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში, ესეკიელმა 7 გოლი გაიტანა. 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089138