ფეხბურთი

22:16 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ახალი კოლიზეუმი რომში

“რომა” ახალ, საკუთარ სტადიონს რომ ააშენებს, ადრეც გამცნეთ. დღეს მარადიული ქალაქის საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ ჟურნალისტებს აუწყა, რომ მომავალი სარბიელის პრეზენტაცია 26 მარტს შედგება.

სტადიონს ამჟამად “ტორ დი ვალეს” მოქმედი იპოდრომის ტერიტორიაზე ააგებენ და მას “კოლიზეუმს” დაარქმევენ. ამის თაობაზე მსმენელს რადიო Radio Mana Mana Sport-მა აუწყა და ისიც ამცნო, რომ ტრიბუნების ტევადობა 60 ათას მაყურებელზეა გათვლილი. მშენაბლობისთვის აუცილებელი მოსაზიდი ინვესტიციის ოდენობა მილიარდი ევროა, “რომას” ახალი სტადიონი კი მწყობრში 2016 წლის ზაფხულისთვის უნდა ჩადგეს.

0.062399