შაბათს “სანტიაგო ბერნაბეუზე” ლა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრა შედგება. ერთმანეთს მადრიდული კლუბები “რეალი” და “ატლეტიკო” დაუპირისპირდებიან.
სანაკრებო ბატალიების შემდეგ, ორივე კლუბს ყველა მოთამაშე დაუბრუნდა განკარგულებაში. “რეალის” რიგებში ტრავმირებული დაბრუნდა დანი კარვახალი, რომელიც დიდი ალბათობით თამაშს ვერ შეძლებს. სამაგიეროდ, მომჯობინდა გუნდის მთავარი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ და შეხვედრას სასტარტოში დაიწყებს, კლუბმა ახალი ფორვარდი ხავიერ ერნანდესი შეიძინა, რომელსაც შესაძლოა მადრიდულ დერბიში ჰქონდეს დებიუტი.
ესპანური Marca-ს ცნობით, ანჩელოტი ბევრ ცვლილებას არ გეგმავს და შემადგენლობაში მხოლოდ ორი ისეთი მოთამაშე გამოჩნება, რომლებიც “სოსიედადთან” წაგებულ მატჩში სასტარტოში არ იყვნენ. საუბარი ალვარო არბელოასა და კრიშტიანო რონალდუზეა, რომლებიც დანი კარვახალსა და ისკოს შეცვლიან.
Marca-ს ცნობით, “რეალი” დერბის ამ შემადგენლობით დაიწყებს:
კასილასი, პეპე, რამოსი, არბელოა, მარსელო, კროოსი, მოდრიჩი, როდრიგესი, ბეილი, რონალდუ, ბენზემა.
შემადგენლობის მხრივ განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს “ატლეტიკოს”. ლაზარეთი დატოვა და გუნდს დაუბრუნდა არდა თურანი, შესაძლოა დერბიში მონაწილეობაც მიიღოს. საეჭვოა კრისტიან რიდრიგესის თამაში, რომელიც გუნდს ურუგვაის ნაკრებიდან ტერფის ტრავმით დაუბრუნდა, თუმცა ის სამატჩო განაცხადში იმყოფება და როგორც ჩანს, შაბათამდე მწყობრში ჩადგომას მოასწრებს. კიდევ ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ წინა ტურის შემდგომ, “ატლეტიკო” ალესიო ჩერჩით გაძლიერდა. “როხიბლანკოს” მთავარი დანაკლისი, მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონეა, რომელსაც რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს მისჯილი და სათადარიგოთა სკამიდან ვერ მოძღვრავს თავის გუნდს.
არგენტინელი სპეციალისტი იმ მოთამაშეებზე დაყრდნობას აპირებს, რომლებმაც ესპანეთის სუპერთასზე შინ დაამარცხეს “რეალი”. ერთადერთი ცვლილება შესაძლოა ნახევარდაცვის ცენტრში იყოს და ტიაგოს ნაცვლად მარიო სუარესი გამოჩნდეს სასტარტოში. კლუბის ახალწვეული ალესიო ჩერჩი თადარიგში იქნება და დიდი ალბათობით მეორე ტაიმში ვიხილავთ მოედანზე.
Marca-ს ცნობით, “ატლეტიკოს” შემადგენლობა ასეთი იქნება:
მოია, სიკეირა, გოდინი, მირანდა, ხუანფრანი, გაბი, მარიო სუარესი, რაულ გარსია, გრიზმანი, კოკე, მანძუკიჩი.
“რეალისა” და “ატლეტიკოს” ბოლო 5 დაპირისპირება:
23.08.2014 - ესპანეთის სუპერთასი – ატლეტიკო 1:0 რეალი
20.08.2014 - ესპანეთის სუპერთასი – რეალი 1:1 ატლეტიკო
24.05.2014 - ჩემპიონთა ლიგა – რეალი 1:1 (4:1დ.დ.) ატლეტიკო
02.03.2014 - ლა ლიგა – ატლეტიკო 2:2 რეალი
12.02.2014 - ესპანეთის თასი – ატლეტიკო 0:2 რეალი
ირაკლი ალიმბარაშვილი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ფაშისტები რას არ იკისრებენ...1996-ში მსოფლია მოჭიმეს...:დდდდდდ და 2014-ში ევროპაც მიაყოლეს... გიორგი მელქაძე????ჯიგარი ხარ..:დდდდდდ
ეს გამყიდველი მთელი საუკეთესო წლები დორტმუნდში გაატარა და ეხლა ბაირნის მიეკედლა იმედია წარუმატებელი იქნება.
1996 წელს იყო მსოფლიო ჰო? DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
1996 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა ადმინ არაუშავს ალბად ახალი ხარ
ბაიერნს აშკარად უფრო გამოცდილი მწვრთნელი სჭირდება, რა ექსპერიმენტების ხასიათზე დადგნენ. ლიოვი აახიონ ნაკრებს. შუსტერი, კლოპი, ტუხელი.
კლოპი დორტმუნდში რო არ მომხვდარიყო ბაიერნის ქომაგების 80 % მაინც არ იცოდით ვინ იყო იგივე ტუხელზე და ასე შემდეგ ალბათ ომავალი დორტმუნდის მწვრთნელზეც მასე იტყვით ბაიერნში გვინდაო
სანატრელი გაგიხდებათ მალე გუარდიოლა და ნახავთ მერე ...
კლოპზე დორტმუნდამდე ბევრად ადრე იცოდა ყველამ)))) ტუხელზეც იგივე)))