ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრები ესპანეთის მუნდიალზე თავისი ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობით ასპარეზობს. მხედველობაში 1992 წლიდან მოყოლებული პერიოდი გვაქვს, როდესაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავებით დახუნძლულ “დრიმ თიმს” ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება დართეს. ამერიკელთა ამჟამინდელი ნაკრების საშუალი ასაკი 24.08 წელია, 2010 წლის მუნდიალის საჩემპიონო გუნდის საშუალო ასაკი 24.58-ს უტოლდებოდა.
ამერიკელებმა წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე სტარტი ფინელთა წინააღმდეგ მატჩით დაიწყეს და ევროპელთა გუნდი გააცამტვერეს.
მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში
ბილბაო. ჯგუფი C
აშშ – ფინეთი 114:55 (31:16, 29:2, 29:21, 25:16)









