ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი უმასპინძლებს. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ოლიმპიური კომიტეტების 39-ე გენერალურ ასამბლეაზე ჩატარებულ წილისყრაში თბილისმა ჩეხეთის ქალაქი ბრნო დაამარცხა. კენჭისყრაში მონაწილეობა 49 ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა მიიღო. ხმის დათვლა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და თბილისმა 26:21 გაიმარჯვა.
ოთარ მაღლაკელიძე







