სხვა

12:22 | 13.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ხუთი ქართველი გამოვა

14-26 აგვისტოს, სინგაპურში მსოფლიოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გაიმართება. მასში მონაწილეობას 5 ქართველიც მიიღებს - ძიუდოისტები ბექა ტუღუში (66) და სოფიო ბერიძე (63), თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ირაკლი მოსიძე (63) და გენო პეტრიაშვილი (100) და მოცურავე გიორგი მთვრალაშვილი. მთლიანად ქართული დელეგაცია 14-კაციანია და მას სათავეში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი უდგას, ხოლო ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი გიორგი ესაკიაა.
ახალგაზრდული ოლიმპიადა ოფიციალურად 14 აგვისტოს გაისხნება. საქართველოს წარმომადგენელთაგან კი პირველი საქმეში მთვრალაშვილი  ჩაერთვება - 16 აგვისტოს. მეორე დღეს მოჭიდავეები გავლენ ხალიჩაზე, ძიუდოისტები კი 21 აგვისტოს იჭიდავებენ. 25-ში ტუღუში და ბერიძე ისევ მოირგებენ კიმონოებს, გუნდურ პირველობაში გამოსასვლელად. ეს შეჯიბრი შერეული წყვილების პრინციპით გაიმართება, რადგან ძიუდოში თითო ქვეყანაზე მხოლოდ 2-ადგილიანი ქვოტაა დაწესებული, ორივე სქესის თითო სპორტსმენისთვის.
შეგახსენებთ, ბექა ტუღუში 2009 წლის მსოფლიოს მესამე პრიზიორია ჭაბუკებს შორის, ოღონდ მაშინ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. ირაკლი მოსიძე კი რამდენიმე დღის წინ, ასევე ჭაბუკებში ევროპირველობის ბრინჯაოს დაეუფლა.
ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173336