ძიუდო

21:47 | 2.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდებმა ოთხი სამეული შეავსეს

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირს წინ რეგიონალური პირველობები უძღვოდა და შიდა კონკურენციის უმთავრესი შეჯიბრის სატურნირო ბადეები სწორედ რეგიონალურ ჩემპიონატებში თავგამოჩენილი სპორტსმენებით შეივსო.
დღეს ქვეყნის ჩემპიონ-პრიზიორები პირველ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. 55-კილოგრამიანთა შიდა კონკურენციაში ყველას მინდია ღოლიჯაშვილმა აჯობა და ჩემპიონის ტიტულთან ერთად ეროვნულ რეიტინგში გალიდერებაც გაინაღდა. აქამდე ახალგაზრდული რეიტინგი ბოლნისისა და ყვარელის ტურნირების ქულებით იყო შედგენილი და ღოლიჯაშვილი მეორე ადგილს იკავებდა, გიორგი ნათათრალიშვილის შემდეგ. ამ უკანასკნელს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა არ მიუღია.
მინდია ღოლიჯაშვილმა ფინალის გზაზე მირიან ქარცივაძე, აბესალომ ვაშაყმაძე, სანდრო ხუციანიძე და ვანო ჯავახიშვილი ჩამოიცილა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი გიორგი ჩხაბერიძე დაამარცხა.
60 კილოგრამში ყველას ლუხუმ ჩხვიმიანმა აჯობა და მოპოვებული 500 ქულით მანაც გაინაღდა ერთპიროვნულად გალიდერება. რეიტინგის აწ უკვე ყოფილი პირველადგილოსანი ვაჟა მარგველაშვილი დღეს ტატამზე საერთოდ არ გასულა, მაგრამ მხოლოდ ერთ პოზიციას დაკარგავს. სამეულში დარჩება გელა კელიხაშვილიც, რომელმაც ჩხვიმიანთან ფინალში წააგო. ამ შეხვედრამდე მომავალმა ჩემპიონმა ნიკა მშვიდობაძე, სიმონ ღვაჩლიანი, ჯუმბერ ჩიხიაშვილი და გელა ლიპარტელიანიც დაამარცხა.
66 კილოგრამის შიდა რეიტინგის აბსოლუტურმა ლიდერმა ბექა ვიბლიანმა ყვარელისა და ბოლნისის სარეიტინგო ტურნირების ოქროს მედლებს დღეს საქართველოს ჩემპიონატის ოქროც მიამატა და ერთხელაც დაამტკიცა, რომ ამ წონაში საუკეთესოა. ზაზა სიმონიშვილის, ილამაზ გაზდელიანის, გიგა ბერიაშვილისა და ირაკლი ლომიძის ძლევის შემდეგ, ფინალში უმთავრეს კონკურენტს, ტრისტან ფეიქრიშვილს სძლია.
73-კილოგრამიანთა შიდა რეიტინგ-სიაში აქამდე 30-300 ქულით მიხეილ მეზურნიშვილი და ფრიდონ გიგანი იყოფდნენ პირველ პოზიციას. დღეს კი კიმონო მხოლოდ მეზურნიშვილმა მოირგო და გაჩემპიონდა კიდეც. ოქროს მედალი მან რუსლან შავაძის, გურამ ხოხობაშვილის, ლაშა ლიპარტელიანის, აპოლონ ზურაბიანისა და ჯაბა ბიწაძის ძლევის შემდეგ მოიპოვა.
ხვალ ტატამი 81, 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავეებს დაეთმობათ.

ძიუდო
საქართველოს ჩემპიონატი
ახალგაზრდები
2 ივნისი


55 კგ
1 მინდია ღოლიჯაშვილი (შიდა ქართლი)
2 გიორგი ჩხაბერიძე (იმერეთი)
3 ვანო ჯავახიშვილი (შიდა ქართლი)
3 გიორგი საჩალელი (თბილისი)

60 კგ
1 ლუხუმ ჩხვიმიანი (ქვემო ქართლი)
2 გელა კელიხაშვილი (თბილისი)
3 გიორგი გუგულაშვილი (თბილისი)
3 თორნიკე ჭოველიძე (სამხრეთ ოსეთი)

66 კგ
1 ბექა ვიბლიანი (ქვემო ქართლი)
2 ტრისტან ფეიქრიშვილი (თბილისი)
3 ნუგზარ ქურასბედიანი (იმერეთი)
3 ბექა ტუღუში (სამეგრელო - ზემო სვანეთი)

73 კგ
1 მიხეილ მეზურნიშვილი (თბილისი)
2 ჯაბა ბიწაძე (აჭარა)
3 ლევან გუგავა (იმერეთი)
3 უშანგი მარგიანი (იმერეთი)

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168924