ძიუდო

19:09 | 30.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდები მაიამიმდე გორში შეიკრიბნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გუგავამ მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობა დაასახელა. ქართული გუნდი 22-26 ოქტომბერს მაიამიში გასამართ შეჯიბრებაზე 10 სპორტსმენით გამოვა.

გუგავამ ევროპის ჩემპიონატზე (19:21 სექტემბერი. ბუქარესტი) ნაჭიდავებ შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა. ლერი ჭელიძისა (55 კგ) და გიორგი გუგულაშვილის (66 კგ) ადგილებს გელა კელიხაშვილი და ბექა ვიბლიანი (ორივე 66 კგ) დაიკავებენ.

ქართველი 21-წლამდელები 29 სექტემბერს გორში ჩავიდნენ, დასკვნითი შეკრების გასავლელად. თბილისში 10 ოქტომბერს დაბრუნდებიან. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი 12-ში გაემგზავრებიან.

"ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩვენი მთავარი ამოცანაა, ბიჭებმა ოპტიმალური სპორტული ფორმა შეინარჩუნონ. ეს არც თუ ადვილია, რადგან სეზონის ორ მთავარ ტურნირს შორის ერთთვიანი შუალედია. ამას ისიც ემატება, რომ მსოფლიო პირველობა ევროპიდან ძალიან შორს ტარდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, მაიამიში ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ჩავიდეთ, ბიჭებმა აკლიმატიზაციის პრობლემა რომ დაძლიონ” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები

55 კგ - თორნიკე ნაგლიაშვილი

60 კგ - ივანე ჯავახიშვილი

66 კგ – გელა კელიხაშვილი და ბექა ვიბლიანი

73 კგ - კობა მჭედლიშვილი

81 კგ - უშანგი მარგიანი და ლევან გუგავა

90 კგ - ბექა ღვინიაშვილი

100 კგ - გურამ თუშიშვილი

+100 კგ -  გუგა კიბორძალიძე

 

ვასილ მშვილდაძე

0.116654