ძიუდო

21:54 | 15.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდები ბელგიურ ტატამზე გავლენ

ხვალ ბელგიის ქალაქ ლომელში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი იწყება და სამ დღეს გასტანს. საქართველოს ნაკრები ტატამზე ორი შემადგენლობით გავა. მთავარმა მწვრთნელმა გია გუგავამ არჩევანი შემდეგ შეგირდებზე შეაჩერა: ლერი ჭელიძე, გიორგი მესაბლიშვილი (55 კგ), ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი კაცია (60 კგ), ლაშა შავდათუაშვილი, ოთარ არჩუაძე (66 კგ), ფრიდონ გიგანი, მიხეილ ჩოხელი (73 კგ), შალვა ნინიძე, ბექა რატიანი (81 კგ), გიორგი მერმანიშვილი, გიორგი ქავთარაძე (90 კგ), ელგუჯა ბიბილაშვილი, გიორგი ცნობილაძე (100 კგ), უშანგი კოკაური და ლევან მატიაშვილი (+100 კგ).
ევროპირველობაზე ოთხო ქართველი გოგონაც ჩაერთვება: ნონა მერაბიშვილი (52 კგ), სოფო ბერიძე (57 კგ), თეა სუხიტაშვილი (70 კგ) და ელენე ქებაძე (+78 კგ).
16 სექტემბერს მედლები ვაჟთა 55 და 60 გოგონათა 44, 48 და 52 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. 17 სექტემბერს - ვაჟთა 66, 73 და 81 კილოგრამებსა და გოგონათა - 57, 63 და 70 კილოგრამებში, ხოლო 18 სექტემბერს ვაჟთა 90, 100 და +100 და გოგონათა 78 და +78 კილოგრამებში.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168254