სხვა

13:28 | 5.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა წყალში მხტომელები ევროპაზე

დღეს, 5 ივლისს, საქართველოს წყალში მხტომელთა ახალგაზრდული ნაკრები ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ მიემგზავრება.
როგორც “მსოფლიო სპორტს” საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირაკლი ბართაიამ განუცხადა, ტურნირი 16-დან 19-წლამდე სპორტსმენებს შორის გაიმართება და მასში მონაწილეობას, 27 ქვეყნის ნაკრები გუნდი მიიღებს.
მისი თქმით, საქართველოდან ევროპირველობაზე 3 სპორტსმენი - ალექსანდრე გუჯაბიძე (3 მ. ტრამპლინიდან და 10 მ. კოშკურიდან ხტომა), თეონა ყაჭეიშვილი (1 მ. ტრამპლინიდან ხტომა) და აკაკი ივანიშვილი (3 მ. ტრამპლინიდან ხტომა) იასპარეზებს. გუჯაბიძე-ივანიშვილის დუეტი სინქრონულ ხტომებსაც შეასრულებს 3 მ. ტრამპლინიდან.
ევროპის ჩემპიონატზე, ირაკლი ბართაია მსაჯად არის მიწვეული, ხოლო გუნდს ალექსანდრე ბართაია უხელმძღვანელებს.
“სამივე სპორტსმენი წლეულს ხდება 16 წლის და ამიტომ, 19-წლამდელებში უწევთ ასპარეზობა. მართალია, გუჯაბიძეს ხელის მცირე ტრავმა აწუხებს და თან სამივეს მათზე უფროს მოწინააღმდეგეებთან მოუწევთ შეჯიბრი, მაგრამ მჯერა, VI-VII ადგილებს დავიკავებთ”, - განაცხადა ბართაიამ.
13 ივლისს, ირაკლი ბართაია ჰელსინკიდან მადრიდში გაფრინდება, სადაც მისი შეგირდები - შოთა კორახაშვილი და ჭოლა ჭანტურია შეუერთდებიან, რომლებიც გრან-პრის VI ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას. ექვს აგვისტოს კი, ისინი ბუდაპეშტში გაემგზავრებიან ევროპირველობაზე საასპარეზოდ.

მაკა თოიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123886