საქართველოს წყალბურთელთა ახალგაზრდული (19 წლამდელთა) ნაკრები სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში იმყოფება შეკრებაზე და ემზადება ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატისათვის, რომელიც 24-31 აგვისტოს თბილისში ჩატარდება.
ქართველთა გარდა ტურნირში 15 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: ხორვატია, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია,
ცნობისთვის, ახალგაზრდულ ნაკრებს სლოვაკეთში ახლავს საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ბითაძე. გუნდს ამ ეტაპზე მწვრთნელი ირაკლი ბაქრაძე მარტო ავარჯიშებს, ვინაიდან მისი კოლეგა იოვან პოპოვიჩი, რომელიც ერთდროულად ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს უძღვება, ამჟამად ეროვნულ ნაკრებს ახლავს ბუდაპეშტში ევროპის ჩემპიონატზე.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთში 28 ივლისამდე დარჩება და ამ პერიოდის მანძილზე ადგილობრივ გუნდებთან ტესტ-მატჩებს გამართავს.
ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდე წყალბურთელთა შორის. 24-31 აგვისტო.
A ჯგუფი: იტალია, საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი.
B ჯგუფი: უნგრეთი, ესპანეთი, ჰოლანდია, სლოვაკეთი.
C ჯგუფი:
D ჯგუფი: სერბეთი, რუსეთი, რუმინეთი, უკრაინა.