საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებისთვის აბუ დაბის გრან-პრის პირველი დღე წარუმატებელი გამოდგა. დღეს მედლები მამაკაცებს შორის პირველ სამ წონით კატეგორიაში: 60, 66 და 73 კილოგრამებში უნდა გათამაშდეს. ქართველი ძიუდოისტები კი ბრძოლას საწყისი ეტაპიდან გამოეთიშნენ. შეგახსენებთ, მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ სატურნირო განაცხადი ძირითადად ახალგაზრდა სპორტსმენებით შეავსო.
ლერი ჭელიძე (60 კგ) შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და უმალ იპონით დამარცხდა ბრაზილიელ დიეგო სანტოსთან. გიორგი ქალდანიც (66 კგ) ერთადერთხელ გავიდა ტატამზე და მანაც სუფთად წააგო მონღოლ ალტანსუხ დოვდონთან. ამავე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა გრან პრი ამერიკელი მაიკლ ვალენტინის ადვილად ძლევით გახსნა, მაგრამ რუსეთის ნაკრების გამოცდილ წევრ ალიმ გადანოვთან ვეღარას გახდა.
73 კილოგრამში მოჭიდავე ზურაბ ნოზაძემაც ერთი წრის დაძლევა შეძლო – რუმინელ რობერტ ფლორიან პაპს ჯერ იუკო აუღო, შემდეგ კი წმინდადაც მოუგო. არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების გამოცდილ წევრთან ვიქტორ სკვორცოვთან კი ოქროს დროში გაფრთხილებით დამარცხდა.
ხვალ საქმეში 81, 90, 100 და +100 კილოგრამში მოჭიდავეები ჩაერთვებიან. საქართველოს ნაკრებს პაატა ღვინიაშვილი (90 კგ) და როსტომ ხახალეიშვილი (+100 კგ) წარმოადგენენ. ორ წონაში კი ქართულ გუნდს მონაწილე არ ეყოლება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ღვინიაშვილმაც წააგო?
კი სუფთად
მხოლოდ ნაკრებში შეკრებების გავლის შემდეგ შეუძლიათ ჩვენებს ჭიდაობა. საკუთარ მჭვრთნელებთან ვარჯიშების დონე ნოლია. ესენი საქართველოს ჩემპიონატის მერე წაიყვანეს შეჯიბრზე და შედეგიც სახეზეა.
2 იუკოს იგებდა ხახალა და ტატამიდან გაქცევები დაიწყო და მოხსნეს
ყველამ გაასხა
ქარდავას მერე ასეთი უჯიგრო ქართველი ძიუდოისტი პირველად ვნახე
რას მოიგებს სუფთა Nეხვი ყოფილა უჯიგრო ლაჩარი,მამის ხატრიტწაიყვანეს ალბათ
ხახალა მოიგებს