არგენტინული “სან-ლორენსოს” ახალგაზრდა არგენტინელი თავდამსხმელით, ანხელ კორეათი ევროპის წამყვანი კლუბები დაინტერესდნენ.
SportMediaset-ის ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება, რომელსაც სამშობლოში “ახალ აგუეროს” ეძახიან 10 მილიონი ევროა.
კორეას შეძენის პრედენტთა შორის სახელდებიან იტალიური “ნაპოლი”, ინგლისური “არსენალი” და ესპანური კლუბები - “ბარსელონა” და მადრიდის “ატლეტიკო”. “სან-ლორენსოს” შემადგენლობაში ჩატარებულ 39 მატჩში ანხელმა 8 გოლი გაიტანა.