უნგრეთის ქალაქ ზენტაში დასრულებულ გაერთიანებული კიოკუშინკაი კარატეს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა კარატისტებმა ორი მედლის მოპოვება შეძლეს.
სპორტის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ჩემპიონატში 8 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენები მონაწილეობდა. ქართული დელეგაციიდან ვერცხლის მედალი გიორგი თეგაძემ მოიპოვა, რომელმაც 4 ორთაბრძოლიდან 3-ში იმარჯვა.
ბრინჯაოს მედალი თამარ ბიბილეიშვილმა დაისაკუთრა, ვინაც 3-დან 2 გამარჯვება მოიპოვა. აგრეთვე, საუკეთესო მებრძოლის პრიზები გადაეცათ თამარ ბიბილეიშვილს და ნიკა მახლაურს.
საქართველოს დელეგაცია ევროპის ჩემპიონატზე
ნიკა მახლაური (თბილისი)
ზურაბ ჯაბაშვილი (თბილისი)
ანდრო ზინჩენკო (თბილისი)
გიორგი თეგაძე (თბილისი)
თამარ ბიბილაშვილი (სამტრედია)
გოჩა სამხარაძე (თბილისი)
მიხეილ ქანთარია (სამტრედია)
ნიკა მახლაური (თბილისი)
ზურაბ ჯაბაშვილი (თბილისი)
ანდრო ზინჩენკო (თბილისი)
გიორგი თეგაძე (თბილისი)
თამარ ბიბილაშვილი (სამტრედია)
გოჩა სამხარაძე (თბილისი)
მიხეილ ქანთარია (სამტრედია)







