ძიუდო

16:59 | 17.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ძიუდოისტებს კალენდარი ჩაუსწორეს

ძიუდოში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ოცდაათ აპრილსა და 1 მაისს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის აკადემიაში გაიმართება. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე დამტკიცებული კალენდრის მიხედვით, ტურნირი აღდგომის დღესასწაულის უქმეებზე – 23-24 აპრილს იყო დაგეგმილი და მხოლოდ ახლახან გადაწყდა, რომ თარიღი ერთი კვირით გადაიწევდა.

ერთი კვირის წინ, გია გუგავას გაწვრთნილმა გუნდმა, საბერძნეთის ქალაქ მუდანიაში ჩატარებულ ევროპის თასზე 11 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაშიც გაჩემპიონდა, მაგრამ შედეგიანობის მიუხედავად, სეზონის უმთავრესი ტურნირებისთვის – ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის ნაკრები თავიდან უნდა დაკომპლექტდეს. ტრადიციულად, ახალი გუნდის შენება შიდა კონკურენციით იწყება. უმთავრეს კანდიდატებს საქართველოს ჩემპიონატი ავლენს და სეზონის განმავლობაში სწორედ საქართველოს პირველობის მედალოსნებს შორის გრძელდება კონკურენცია წონითი კატეგორიების ლიდერობისთვის.
ახალგაზრდულ ევროპირველობას 16-18 სექტემბერს, ბელგიის ქალაქი ლომელი უმასპინძლებს. მსოფლიოს ჩემპიონატი კი 3-6 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკულ კეიპ ტაუნში გაიმართება.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090565