საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია. გია გუგავას გაწვრთნილმა გუნდმა ნახევარფინალში რუსეთი 3:2 დაამარცხა. გელა კელიხაშვილისა (66 კგ) და უშანგი მარგიანის (81 კგ) წაგებების შემდეგ ქართველი ძიუდოისტები საერთო ანგარიშში ორჯერ ჩამორჩნენ. წონასწორობა ჯერ კობა მჭედლიშვილმა (73 კგ) აღადგინა, ხოლო შემდეგ – ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ). ფინალის საგზურის მომტანი ქულა კი გურამ თუშიშვილმა (+90 კგ) აიღო, ტამერლან ბაშაევის შებოჭვით.
ფინალში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება.
ვასილ მშვილდაძე