ფეხბურთი

14:46 | 31.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ახალ წელს „ვერცხლის ლიგაც“ იწყებს

2 თებერვალს, სპორტკომპლექს „არენა 2“–ზე (ქარიშხალა),  ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რეგულარული სეზონი,  „ვერცხლის ლიგის“ VI ტურის შეხვედრებით  განახლდება. 

14:00 CFCP – VTB ბანკი

15:00 Georgian Manganese (ზესტაფონი) – Georgian Manganese (ჭიათურა)

16:00 ქართუ ბანკი – საქართველოს ბანკი

17:00 „ერისთავი - 2“ – ნატახტარი - 2

18:00  BP Georgia – „ლილო–1“

აღსანიშნავია,  რომ ტური ორი დერბით იქნება გამორჩეული, „საბანკოს“ (ქართუ –საქართველოს ბანკი) გარდა, გულშემატკივარს იმერული დერბი ელის, რომელშიც ერთმანეთს „ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონის და ჭიათურის გუნდები დაუპირისპირდებიან.

ამ  ტურის წინ, სატურნირო ცხრილს 10 ქულით „ნატახტარი – 2“ ლიდერობს, რომელსაც თითო–თითო ქულით „ლილო–1“–სა და „ერისთავის იურიდიული ჯგუფის“ მეორე გუნდი ჩამორჩებიან.

შეგახსენებთ, რომ  ახალი წელი ლიგაში, 26 იანვარს თასის 1/8ფინალური დაპირისპირებებით გაიხსნა, რის შემდეგაც გაირკვა იმ 8 გუნდის ვინაობა, რომელიც  1/4 ფინალში ითამაშებენ.

ტურნირი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის  მხარდაჭერით და სპორტული სააგენტოს SBM–ის ორგანიზებით  იმართება.

„ვერცხლის ლიგის“ პარტნიორია „ვითიბი ბანკი“.

„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“  პარტნიორია, აზარტული თამაშების კომპანია „ევროპაბეთი“

„ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“  ტექნიკური პარტნიორია,  სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.

ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge

ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო „კომერსანტი 95,5“, რადიო „ჯაკო 96,3“ და ინტერნეტ პორტალები – www.worldsport.ge, www. Geosports.ge  და www.sportall.ge

 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

0.156535