ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიოს განახლებულ რეიტინგ-სიაში ქართველი ძიუდოისტებისთვის ბევრი არაფერი შეცვლილა. პირად რეიტინგში ყველაზე მეტად ცვლილებები დავით ასუმბანს და ალექსანდრე მსხალაძეს შეეხოთ. ასუმბანს ორი წლის წინ, პარიზის დიდ სლემზე მიღწეული წარმატებისთვის მიღებული ქულები გაუნულდა და 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში 43-ე პოზიციიდან 37 საფეხურით დაბლა ჩაინაცვლა. თუმცა ეს დაღმასვლა ამ ეტაპზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან დავით ასუმბანი უკვე 66 კილოგრამში გამოდის. რაც შეეხება მსხალაძეს, იგი გასულ კვირამდე მსოფლიოს რეიტინგში ორი სახელით, ორ სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. მას შემდეგ რაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას შეატყობინეს, რომ ალექსანდრე და სოსო ერთი პიროვნებაა, ქულები დაჯამდა და ამ სპორტსმენმა 100 კილოგრამში 66-ე ადგილიდან 55-ზე აინაცვლა.
საქართველოს ნაკრების ყველაზე მაღალრეიტინგიან წევრს, ამირან პაპინაშვილს (60 კგ) პარიზის დიდ სლემზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი რეიტინგში მე-6 ადგილიდან მაღლა აწევაში ვერ დაეხმარა, მაგრამ ერთი პოზიციით წინ მდგომ რუს არსენ გალსტიანთან ჩამორჩენა 42 ქულით მაინც შეამცირებინა.
ქართველთათვის ყველაზე უიმედო სიტუაცია კვლავ 66 კილოგრამშია, სადაც შალვა ქარდავა 47-ე პოზიციას იკავებს. თითოოროლა ადგილით უკან დაიხიეს ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანმა, ირაკლი ცირეკიძემ (ორივე 100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილმა (+100 კგ).
ყველა ქართველის პირად რეიტინგსა და შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულებს აქვე გთავაზობთ.
60 კგ
1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი) 2190
2 ჰიროფუმი იამამოტო (იაპონია) 1160
3 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია) 1144
4 გიორგი ზანთარაია (უკრაინა) 1070
5 არსენ გალსტიანი 968
6 ამირან პაპინაშვილი 810
22 ბეთქილ შუკვანი 408
80 დავით ასუმბანი 75
94 პაატა მერებაშვილი 46
153 ნესტორ ხერგიანი 12
66 კგ
1 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი) 1280
2 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი) 1198
3 ალიმ გადანოვი (რუსეთი) 1102
4 მასაში ებინუმა (იაპონია) 1100
5 ჯუნპეი მორიშიტა (იაპონია) 1044
47 შალვა ქარდავა 164
63 ლაშა შავდათუაშვილი 124
79 სანდრო იაკობაშვილი 72
93 დავით ასუმბანი 56
141 გიორგი მკალავიშვილი 20
160 პაატა მერებაშვილი 16
170 მიხეილ ხომიზური 14
176 უჩა ხუციშვილი 12
195 გიორგი შოშიაშვილი 10
218 არსენა მაჭარაშვილი 6
73 კგ
1 რიკი ნაკაია (იაპონია) 1618
2 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა) 1484
3 დექს ელმონი (ჰოლანდია) 1260
4 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია) 1220
5 მანსურ ისაევი (რუსეთი) 900
28 ნუგზარ ტატალაშვილი 344
47 თენგიზ პაპოშვილი 170
55 ამბაკო ავალიანი 142
109 ზაზა კედელაშვილი 48
126 ზებედა რეხვიაშვილი 40
208 ზვიად ბაზანდარაშვილი 10
208 დავით კობერიძე 10
218 ზურაბ ნოზაძე 8
81 კგ
1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა) 1396
2 ლეანდრო გილეირო (ბრაზილია) 1390
3 ელნურ მამადლი (აზერბაიჯანი) 1144
4 ოლე ბიშოფი (გერმანია) 958
5 ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია) 926
25 ავთანდილ ჭრიკიშვილი 416
50 ლევან წიკლაური 186
69 დავით კარბელაშვილი 108
91 ბექა ღვინიაშვილი 60
129 დავით ქევხიშვილი 30
160 პაატა ღვინიაშვილი 20
216 იოსებ წელაური 8
235 გიორგი ბაინდურაშვილი 6
235 დავით ჭაბუკაშვილი 6
259 გრიგოლ შინჯიკაშვილი 2
90 კგ
1 ილიას ილიადისი (საბერძნეთი) 1586
2 დაიკი ნიშიამა (იაპონია) 1268
3 მასაში ნიშიამა (იაპონია) 1210
4 ტაკაში ონო (იაპონია) 1090
5 დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი) 976
12 ვარლამ ლიპარტელიანი 746
53 ზვიად გოგოჭური 166
97 მინდია ბოდაველი 42
100 ზურაბ ზვიადაური 40
112 ლაშა გურული 30
128 საბა გავაშელიშვილი 22
145 გიორგი ცოციაშვილი 16
171 ბეთქილ ნავერიანი 6
100 კგ
1 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი) 1406
2 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია) 1334
3 ტაკამასა ანაი (იაპონია) 1290
4 სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი) 1170
5 ტუვშინბაიარ ნაიდანი (მონღოლეთი) 880
14 ლევან ჟორჟოლიანი 644
16 ირაკლი ცირეკიძე 538
55 ალექსანდრე მსხალაძე 96
65 დავით ლორიაშვილი 62
78 ირაკლი ქობლიანიძე 40
117 ზურაბ ზვიადაური 18
128 რევაზ ჩიკოიძე 16
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი) 1630
2 ანდრეას ტოლცერი (გერმანია) 1400
3 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე) 1290
4 რაფაელ სილვა (ბრაზილია) 1118
5 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა) 1068
24 ზვიად ხანჯალიაშვილი 360
32 ადამ ოქრუაშვილი 296
60 ლაშა გუჯეჯიანი 102
85 ნოდარ მეტრეველი 46
114 ლევან მატიაშვილი 16
ოთარ მაღლაკელიძე







