მოგეხსენებათ, რომ სახელგანთქმული სპორტსმენები თავისი გადატვირთული სპორტული რეჟიმისგან განსატვირთად დასვენების სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. რა სჯობს ლაჟვარდოვან სანაპიროზე კოტრიალს, ძვირფას მაღაზიებში შოპინგს ანდა ეგზოტიკური ადგილების დათვალიერებას - ნამდვილი დასვენება თუ გინდა, ესაა. მაგრამ...
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ განსატვირთად ავტოსპორტი აირჩია. დასვენებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ფეხბურთზე არანაკლებ დაძაბული და მომქანცველი ნამდვილად არის მანქანით რბოლა.
ალესანდრო კინომსახიობ პატრიკ დემპსისთან ერთად “დემპსი-დელ პიერო რეისინგის” თანამფლობელი გახდა. ალესანდროს გუნდი სპორტულ რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. მათ ამ ექსტრემალურ რბოლაში კიდევ ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი, ფრანგი ფაბიენ ბარტეზი შეუერთდება და ისიც დაიცლება ადრენალინისგან.