ფეხბურთი

14:35 | 24.09.2013 | ნანახია 3174 - ჯერ

ავთო ებრალიძე: "თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ..."

 

როგორც იცით, 21 წლის ქართველ შემტევ ნახევარმცველ ავთო ებრალიძეს, "ჟილ ვისენტეს" მწვრთნელმა სასტარტოში ანდო ადგილი. ეს, პორტუგალიის გასულ ტურში, როცა "ჟილ ვისენტემ" შინ 1:1 ითამაშა "ოლიალენსესთან". ებრალიძე 70-ე წუთზე შეცვალეს.

"სამწუხაროა, როცა იგებ და ბოლო წუთზე უშვებ გოლს. ამ თამაშის მოგება მნიშვნელოვანი და სასიხარულო იქნებოდა. ველოდებით შემდეგ მატჩს, რომელიც "მორეირესთან" გვექნება ლიგის თასზე. "ოლიალენსესთან" კიდევ შეგვეძლო გოლების გატანა და მატჩის ბედის გადაწყვეტა, მაგრამ ბოლოს გუნდი მოეშვა და მოგება ხელიდან გაუშვა", – თქვა ებრალიძემ.

და რაც შეეხება თავისი თამაშის შეფასებას:

"დებიუტით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ფრემ გული დამწყვიტა. მთელმა გუნდმა მშვენიერი თამაში აჩვენა და დიდი სამუშაო შეასრულა".


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:22 | 25.09.2013
სავაშა__ (6590)

-------------ლორია-------------
ტაბატაძე , კაშია , ამისულაშვილი , ფოფხაძე

კანკავა - ძარია

ებრალიძე - ილურიძე

ვაწაძე

სკამიდან : დვალიშვილი , ანანიძე , ყენია , გრიგალაშვილი (პაწუა : დდ) , მარცვალაძე!! და რავიცი კიდევ ვინმე ჩაამატეთ ...

10:30 | 25.09.2013
shakooo7 (2507)

კაი რა ბრატ, ისედაც გვიჭირს და 10 კაცით რო ვითამაშოთ ხო მთლად დარხეული გვაქ

01:11 | 26.09.2013
სავაშა__ (6590)

+1 : დდ , დაწერა დამავიწყდა ოქრიაშვილის ... თორემ სკამზეც არ დამიწერია ვერ ხედავ!? : Dდ ოქრიაშვილი მარცხენა ფლანგზე რათქმაუნდა!...)

04:24 | 25.09.2013
სავაშა__ (6590)

ახლა , ებრალიძე ნაკრებისთვის უკვე მზად არის თქო რომ , ვთქვა , მოვიტყუები ... მაგრამ მაინც ... ცოტა ახალგაზრდული , და რამოდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი ... კარგი იქნება ასე )

01:20 | 25.09.2013
sorin (223)

ავთო პროსტო თავში არ აგვივარდეს რა ძმურად

22:33 | 24.09.2013
Kala94 (6114)

წარმატებები ავთო !

20:33 | 24.09.2013
gio2000 (785)

რევი, ხურცილავა,ამისულა,ხუბუტია,გრიგალავა,კაშო,კანკავა,ილურიძე,ებრალიძე,ვაწაძე, ოქრიაშვილი... კაი სასტავია არა ნაკრებისთვის

00:49 | 25.09.2013
1toko1 (496)

არააა

20:02 | 24.09.2013
manutd86 (250)

წარმატება, ერთი სწრაფი ვინგერი არ გვაწყენდა, იმედია გაამართლებს

15:26 | 24.09.2013
gionat (2245)

ებრალიძემ და ილურიძემ თუ გაამართლეს და ვაწაძეს შევა ფორმაში ჩვენ ქუჩაზეც დადგება გასაფხული)
მიდი ავთო, მიდი ჯიგარო ბოლომდე დაიხარჯე შენი იმადი გვაქვს

14:53 | 24.09.2013
Torres9 (12692)

მიდი ავთო აბა შენ იცი,წარმატებები,გურული სისხლი მაინც იტყვის თავისას

0.130522