ფეხბურთი

15:11 | 3.10.2013 | ნანახია 4778 - ჯერ

ავთო ებრალიძე: “იქნებ, დადგეს დღე, როდესაც ნაკრებში გამომიძახებენ”

პორტუგალიის პრიმეირალიგაში მოასპარეზე “ჟილ ვისენტეს” შემტევ ნახევარმცველ ავთანდილ ებრალიძეს, რომელსაც 3 ოქტომბერს 22 წელი შეუსრულდა, ინტერნეტგამოცემა maisfutebol.iol.pt-მა საკმაოდ ვრცელი სტატია მიუძღვნა.

“ეს არის ქართველი ბიჭის ისტორია, რომელიც პორტუგალიაში მშობლებთან ერთად ემიგრაციაში ჩამოვიდა და პრიმეირალიგაში თამაშობს. სექტემბრის თვე ავთოსთვის, უფრო სწორედ, ავთანდილ ებრალიძისთვის, ემოციებით აღსავსე არმოჩნდა. კერძოდ, “ოლივეირენსედან” “ჟილ ვისენტეში” გადასვლიდან ორი კვირის შემდეგ, მას სტადიონ “დრაგაუზე” დებიუტი “პორტუსთან” ჰქონდა. 
ავთანდილ ებრალიძე თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, 22 წლის წინ დაიბადა. პორტუგალიაში 16 წლის ასაკში, მშობლების თანხლებით ჩამოვიდა.

“მამაჩემი პორტუგალიაში, ქალაქ ლაგოსში სამუშაოდ ჩამოვიდა. შემდეგ, მე და დედა ჩამოვედით და თამაში “ლაგოს დე ესპერანსას” ახალგაზრდულ გუნდში დავიწყე”, – უთხრა ებრალიძემ maisfutebol.iol.pt-ს.

შემდეგ, მან “ლაგოს დე ესპერანსადან”, არცთუ ხანგრძლივი პერიოდით, ესპანეთის “ხეტაფეს” ახალგაზრდულ გუნდს მიაშურა.

“ხეტაფეს” ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი, ხოლო პორტუგალიაში დაბრუნების მერე, “ლაგოს დე ესპერანსას” პირველ გუნდში ჩავირიცხე”,- თქვა ავთომ. 

ავთოს კარიერაში აღმასვლა დაიწყო და “ესპერანსადან” ლაგოსის “ჟუვენტუდ ევორაში” მოხვდა. ამ გუნდიდან “ოლივეირენსეს” მიაშურა, სადაც “ჟილ ვისენტეში” გადასვლამდე გამოდიოდა.

“პრიმეირალიგაში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. ვიცოდი, რომ უნდა მემუშავა და ბოლომდე რწმენა მქონოდა”, – განაცხადა მან. 

ახალ გუნდში მას დებიუტი “პორტუსთან”, სტადიონ “დრაგაუზე” ჰქონდა, რაც ფეხბურთელისთვის დაუვიწყარია.

“ეს დაუჯერებელი რამ იყო. თითქოს სიზმარში მოვხვდი. ძალიან კარგი თამაში გამოვიდა და ოცნებაც ავიხდინე. ძალიან ძლიერი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი”, – გაიხსენა ავთომ.

“ჩემი მიზანია, რომ იმდენი ვითამაშო, რამდენის შესაძლებლობაც მექნება, რათა გუნდს საგოლე პასებითა და გატანილი გოლებით დავეხმარო, რომ “ჟილ ვისენტემ” პრიმეირალიგაში ადგილი შეინარჩუნოს. არ ველოდები, რომ ყოველთვის ვითამაშებ, მაგრამ იმედია, საკუთარი შესაძლებლობების უკეთესად წარმოჩენის შანსი, მექნება”,- აღნიშნა 22 წლის შემტევმა.

ებრალიძეს იმედი აქვს, რომ დადგება დღე და, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებენ:

“საქართველოს ნაკრებში თამაში მსურს. თუ აქ ბევრ მატჩს ჩავატარებ და მოვითმენ, ვფიქრობ, შესაძლოა, შანსი მომცენ. მშვიდად ვარ და იქნებ, დადგეს დღე, როდესაც ნაკრებში გამომიძახებენ.

კვირას, “ჟილ ვისენტე” საკუთარ მოედანზე “პაკუშ დე ფერეირას” ეთამაშება. ავთოს მშობლები ლაგოსიდან, თამაშზე დასასწრებად, ბარსელუშში უნდა ჩავიდნენ. აღსანიშნავია, რომ “ჟილ ვისენტეს” პრეზიდენტმა ანტონიო ფიუზამ, მათი მგზავრობა დააფინანსა”.


კომენტარები (37)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:30 | 04.10.2013
vatsadze (20)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

02:19 | 04.10.2013
temotem (588)

ერთი ევროპალიგის ამბებიც დაწერეთ ქართველების. დუნეები რომ ხართ

01:12 | 04.10.2013
Madrileño (26972)

მაგარი კაცია ავთო, წარმატებები

00:04 | 04.10.2013
Torres9 (12692)

mushni (8561) კი ვიცნობ,მშობლებს არა 10 წელზე მეტია პორტუგალიაში არიან,ბაბუა აქ ყავს

21:29 | 03.10.2013
flyingdutchman (878)

Aვთო, შენ მასე გააგრძელე შრომა და ყველაპერი დაგიფასდება.

20:28 | 03.10.2013
mushni (93569)

კაი ხარ ავთო

20:26 | 03.10.2013
geogreece (9768)

თემურა ეს კაცი ნაკრებში სასწრაფოდ თორემ აგიჯანყდებით!!!!!!!!!!

20:29 | 03.10.2013
mushni (93569)

რავა ხარ ძმა--როგორ გევასა ჩემი ბიჭები DDD

19:54 | 03.10.2013
111111 (5084)

ფუუუ ბლინნ გრიგალავას თამაში მაინტერესებდა ტოტესთან და მაინც და მაინც დღეს არ დააყენა@@@@@@@@@@@@@@@@@@@@

და კვერკველია რატო არაა ევროპა ლიგის განაცხადში??

19:52 | 03.10.2013
lukamera (321)

კონოპლიაკა დინამომ იყიდაო და იქნებ მერე მაინც ითამაშოს კობახიძემ

19:54 | 03.10.2013
111111 (5084)

დინამო კივმა??? საიდან ეგ ინფო?

20:20 | 03.10.2013
mushni (93569)

ახლავე შევამოწმებ

20:23 | 03.10.2013
mushni (93569)

არა რა გადასულა--ცრუ ინფორმაციააა

20:16 | 03.10.2013
mushni (93569)

VAA KAIA

19:51 | 03.10.2013
lukamera (321)

ესე გააგრძელე ძმაო და არასდროს წახვიდე რუსეთში და უკრაინაში.იყავი მანდ და ნაკრებშიც გამოგიძახებენ უახლოეს მომავალში

20:16 | 03.10.2013
mushni (93569)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

19:41 | 03.10.2013
Kala94 (6114)

კაი კაცი ხარ ავთო ! წარმატებები !

18:56 | 03.10.2013
geo-otari (216)

ამ კაცს რომ არ გამოიძახებ ნაკრებში და ისეთებს იძახებს ქეცბაია რომლებიც დაბალ დონეზეც ტამაშობენ და ზოგი საერთოდ სასტავშიც არაა წავიდეს რა ქეცბაია ნაკრებიდან

02:26 | 04.10.2013
temotem (588)

რას ამინუსებთ ამ კაცს. არასწორს წერს? ჩემი პლიუსი და განოლდება. სწორი ხარ ბრატ

19:03 | 03.10.2013
mushni (93569)

ეგრეა

18:47 | 03.10.2013
mushni (93569)

წარმატებები ავთოია

17:37 | 03.10.2013
butamilan1 (2837)

lasha.qobalia საბას ნათამაშები აქვს ევროტურნირებზე ლიგის პლე-ოფში ითამაშა ლიონის წინააღმდეგ ანუ 1 ოცნებით ნაკლები გაქვს დღეს DDDDDDDDDDDD

18:23 | 03.10.2013
111111 (5084)

მაშინ საბას სასტარტო და კარგად თამაში იქნება )

17:34 | 03.10.2013
MU012FC (9145)

"თამაშამდე სამი საათით ადრე გუნდის ყველა ფეხბურთელი ერთად იყო და ჭამდა. ამ დროს მესი წამოდგა და ხმამაღლა თქვა, რომ "კოკა-კოლა" სურდა, რაზეც გვარდიოლამ უპასუხა, რომ თამაშამდე სამი საათით ადრე ფეხბურთელმა "კოკა-კოლა" არ უნდა დალიოს. მესი წამოდგა და გავიდა, რამდენიმე წუთში კი "კოკა-კოლას" ქილით დაბრუნდა და პირდაპირ გვარდიოლას და მთელი გუნდის თვალწინ დალია. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც მესის მსგავსი ფეხბურთელი მწვრთნელს უპირისპირდება? ეს იყო ომი, რომელსაც გვარდიოლა ვერასდროს მოიგებდა" - ჰანს ბაკე.



საინტერესოაააა...

17:26 | 03.10.2013
RMA FANS (3925)

კარგი ბიჭია მართლაც )

18:49 | 03.10.2013
mushni (93569)

კი

17:19 | 03.10.2013
MU012FC (9145)

კარგ კარიერას გაიკეთებს ეს ბიჭი და ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშებს. ეტყობა შრომისმოყვარე და თავდაბალი ადამიანი რომაა.

16:52 | 03.10.2013
militarytimes.ge (160)

ესეთი მაგარი ფეხბურთელი ხასიათებით საქართველოს მემგონი კობის მერე არ ყოლია მაგარი ფეხბურთელია და ძლივს ვნახე ფეხბურთელი რომელსაც ნიჭზე მეტი მონდომება, თავმდაბლობა აქვს ეს ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშნველოვანი, ლაპარაკიდან ეტყობა რომ რთული ცხოვრბეა გამოუვლია ამიტომ იცის მოთმინება და ამით უფრო ბევრს მიაღწევს რადგან რუსულმა კლუბმა რომ დიდი ფული შეტავაზოს მაინც ჟილვისენტეში დარჩება მოითმენს ერთ წელს და შემდეგ მაღალი დონის გუნდში გადავა

16:41 | 03.10.2013
a.senna-guardiola (5607)

ჯიგარი ხარ ავთო, ეს ბიჭი მაგრად გამოგვადგება ნაკრებში,მისი სტილი ფეხბურთელები ჰაერივით ჭირდება ჩვენ ნაკრებს

თავისი ნიჭით და შრომისმოყვარეობით შორს წავა ეს ბიჭი

16:39 | 03.10.2013
Sergio Ramos-CR7 (12995)

წარმატებები, იმედია სულ მალე ნაკრებშიც მოხვდები,იმეიდა კიდევ უფრო მოუმატებ თამაშს

16:38 | 03.10.2013
gionat (2245)

თან რა არის ისცით მოსაწონი - ბიჭი არ სპეკულირებს, არ იძახის, რომ რატო აქამდე ყურადღებას არ მაქევდენენ და ერთელაც არ დამირეკეს ასაკობრივი ნაკრებიდანო. პატიოსნად ელოდება იმ დღეს, როდესაც გამოუძახებენ ნაკრებში.
პირველად რამოდენიმე თვის წინ გავიგე ამ ადამიანს შესახებდა და დღეს უკვე ძალიან დიდი პატივისცემა დაიმსახურად პირადად ჩემი.

16:35 | 03.10.2013
gionat (2245)

შენ ეგრე გააგრძელე და შორს არ არის ის დრო როდესაც ნაკრებში გამოგიძახებენ. წარმატებები ავთოს

18:49 | 03.10.2013
mushni (93569)

აბარა

16:25 | 03.10.2013
კაპიტანი ტახმაგიდო (11501)

რა არის ორივე მხარეს?
ერთი კაცია სურათზე და მარჯვნივ ებრალიძეაო
არა მიყვარს ღადაობები მე, საღოლ ადმინ

16:22 | 03.10.2013
levani82 (41682)

კაპიტანი ტახმაგიდო

ორივე მხარესაა

16:18 | 03.10.2013
Torres9 (12692)

ებრალიძე და ყაზაიშვილი ორი ყველაზე პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელი დღეს თავისი შრომისმოყვარეობით და ნიჭით-ორივე გურულია
ილურიძეც კაი ბიჭია

16:43 | 03.10.2013
a.senna-guardiola (5607)

ლანჩხუთიდანაა წარმოშობით,მამამისიც მაგარი იყო პელეს ეძახიან.

18:49 | 03.10.2013
mushni (93569)

ხო მასეა

16:46 | 03.10.2013
Torres9 (12692)

ჰო ძმა ჩემი ქალაქიდანაა ვიცნობ მისი ოჯახის წევრებს

18:50 | 03.10.2013
mushni (93569)

მართლაა??

16:27 | 03.10.2013
Torres9 (12692)

სამინუსო რა დავწერე? თუ ოქრიაშვილი უნდა მიმეწერაD

16:17 | 03.10.2013
nikola (232)

კარგი ბიჭია, კარგია ეგეთი ადამიანები წარმატებას რომ აღწევენ, იმედია გამოადგება საქართველოს

16:16 | 03.10.2013
კაპიტანი ტახმაგიდო (11501)

ადმინ ღადაობ?

ებრალიძემ(მარჯვნივ)
არადა სურათზე ერთი ტიპია

18:50 | 03.10.2013
mushni (93569)

დდDD

16:21 | 03.10.2013
DATO11- (4359)

ეგ სურათზე არ ჩანს თორე მოედანზე კიდე 21 კაცია და ეგ იგულისხმა ალბათ ადმინმა

16:12 | 03.10.2013
turineli) (15)

თავმდაბალი ბიჭი სჩანს...

16:12 | 03.10.2013
misanni (153)

stripslashes((strlen('http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/erovnuli-nakrebi/55567-levan-kobiashvili-saqarthvelos-nakrebze-es-yvelaferi-blefia.html')>0?'http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/erovnuli-nakrebi/55567-levan-kobiashvili-saqarthvelos-nakrebze-es-yvelaferi-blefia.html':'http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/erovnuli-nakrebi/55567-levan-kobiashvili-saqarthvelos-nakrebze-es-yvelaferi-blefia.html'))


კობიაშვილის საკმაოდ საინტერესო სტატიაა. მე აბსოლიტურად ვეთანხმები მას და კიდევ უფრო მძაფრად გამოვხატავდი ყველაფერს, რომ ხალხმა დაინახოს

16:11 | 03.10.2013
Torres9 (12692)

მიდი გურულო აბა შენ იცი

18:50 | 03.10.2013
mushni (93569)

ძამაა

16:10 | 03.10.2013
UNITY (6719)

ძლივს არ ვნახეთ მოთამაშე რომელიც არ იჩემებს გინდათუარა ნაკრების ღირსი ვარო! საღოლ ბიჭი "იმედია თამაშს მოუმატებს და მართლა დაიმსახურებს"! წარმატებები ავთოს.

16:09 | 03.10.2013
რაჭა (10043)

დადგება ეგ დროც..გამოცდიან ნაკრებში ღმერთმა ქნას გაამართლოს

15:45 | 03.10.2013
jokua (3910)

კარგი პიროვნება ჩანს

18:50 | 03.10.2013
mushni (93569)

კიი

15:33 | 03.10.2013
gabriel batistuta (1834)

ღმერთი შენსკენ !

15:25 | 03.10.2013
111111 (5084)

მოკლდეს დღეს :კვერკველია ითამაშებს მის პირველ თამაშს ევრიტურნირებზე,,გრიგალავა არ გაატარებს ლენონს და საუკეთესო იქნება ანჟის მხრიდან!ლეგია მოიგებს და ლადო გაიტანს!დნიპრო მოიგებს და კანკავა იქნება საუკეთესო და კობახასაც ექნება სათამშო დრო!

ჩემი დღევანდელი ოცნება :დ

15:24 | 03.10.2013
italiafun-juventino (12319)

მიდი ავთო დაგიფასდება

15:16 | 03.10.2013
dinamo11 (1009)

ამ ბიჭისგან მაგარი ფეხბურთელი უნდა დადგეს.ეტყობა რომ საკმაოდ რთული ცხოვრება აქვს განვლილი და საკუთარ შანსს ხელიდან არ გაუშვებს.ღმერთი გფარავდეს ავთო

0.139161