ფეხბურთი

19:01 | 12.05.2014 | ნანახია 2212 - ჯერ

ავთო ებრალიძე: “ჩემი აზრით, მეტი შემიძლია”

 

პორტუგალიის “ჟილ ვისენტეს” ქართველი ლეგიონერი ავთო ებრალიძე პირობას დებს, რომ მომავალ სეზონში უფრო უკეთესად ითამაშებს.

“ამ ლიგაში ჩემს მიერ ჩატარებული პირველი სეზონით მართლაც კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგია, რომ გუნდი ლიგაში დარჩა. ჩემი აზრით, მეტი შემიძლია და ჩემგან უფრო მეტს უნდა ელოდნენ. მე “ჟილ ვისენტეში” თამაში მსურს. ამ თამაშამდე ცოტა ვნერვიულობდით, მაგრამ ჩვენი გამარჯვება კანონზომიერი იყო. გვსურდა კარგი ფეხბურთი გვეთამაშა სეზონის ბოლო მატჩში. ყველაფერი დასრულდა და გვიხარია” – იუწყება ებრალიძის სიტყვებს ინტერნეტპორტალი record.xl.pt-ი.

22 წლის ებრალიძე “ჟილ ვისენტეში” შარშან შემოდგომაზე “ოლივეირენსედან” გადავიდა და ახალ გუნდში ჩატარებულ 24 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:46 | 13.05.2014
night (3696)

მონდომებულია მარა რთული ჩემპია მანდ გოლის გატანა წირს ყველასთვის ასე რომ არაა გასაკვირი რომ ვერ იტანს მომენტები თითქმის არ ექმნება გაქაჩავს აუცილებლად მომავალი სეზონიც და მგელივით იქნება

21:53 | 12.05.2014
Nightsong (217)

წარმატებები! მაგარ ჩემპიონატში თამაშობს ეგ ბიჭი.

21:50 | 12.05.2014
Madrileño (26972)

მიდი ავთო, ვისაც შენი წარმატება არ გაუხარდეს იმას არ ეღირსოს ცხოვრებაში არანაირი წარმატება

20:49 | 12.05.2014
the mentalist (22583)

წარმატებები ავთო,მალე ესპანეთში მენახე

20:06 | 12.05.2014
twist_twist (23)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

20:01 | 12.05.2014
Bachana Shashikadze (508)

არა ჯერ OPELI ყავს მომავალსში ყიდულობს

20:00 | 12.05.2014
lfm... (1040)

გამიხარდება ამის წარმატება, მაგრამ სამწუხაროდ ვერანაირ მოამტების პოტენციალს ვერ ვხედავ ამ ბიჭში. იმედია ვცდები...

19:53 | 12.05.2014
რაჭა (10043)

ამან BMW იყიდა უკვე????

19:14 | 12.05.2014
Lucky Luciano (3296)

მეტია საჭირო იასნია აბა განა რას მიაღწია ისეთს ამით რო დაკმაყოფილდე......

19:11 | 12.05.2014
kobe bryant24 (4850)

მოუმატე მერე ვისაც ეწყინოს დაეცეს მეხი

19:04 | 12.05.2014
მადრიდისტა (17021)

მეტი შრომაა საჭირო მეტიიიიიიიიიიიიიიი

0.116439