როგორც სჩანს, სამხრეთ კორეის ნაკრები ესპანეთში დაწყებული მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი გამოკვეთილი აუტსაიდერი იქნება. აზიელებმა პირველ ტურში ანგოლასთან 69:80 წააგეს, რამდენიმე წუთის წინ კი ავსტრალიასთან 55:89 განადგურდნენ.
საინტერესოა, რომ გამარჯვებულთაგან მინიმუმ 10 წუთი ყველა განაცხადში მყოფმა ყველა კალათბურთელმა ითამაშა, ასე რომ, ანდრეი ლემანისის შეგირდებმა კარგად ივარჯიშეს.
ავსტრალიელთაგან ორმაგი დუბლი (13 ქულა, 10 მოხსნა) ბეინსმა მიითვალა, ინგლესმა კი 18 წუთში 17 ქულა ჩააგდო.
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. D ჯგუფი. გრან კანარია
ს.კორეა – ავსტრალია 55:89 (17:26, 12:18, 12:22, 14:23)