ავსტრალიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანგელოს პოსტეკოღლუმ მსოფლიოს პირველობისთვის შეკრებაზე გამოძახებული 30 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა.
ავსტრალიური პრესის ცნობით, პოსტეკოღლუმ ნაკრებში შემდეგი ფეხბურთელები მიიწვია:
მეკარეები: მეტიუ რაიანი (“ბრიუგე”, ბელგია), მიტჩელ ლანგერაკი (“დორტმუნდი”, გერმანია), იუჯინ გალეკოვიჩი (“ადელაიდა”).
მცველები: ივან ფრანჟიჩი (“ბრისბენი”), მეტიუ შპირანოვიჩი (“ვესტერნ სიდნეი”), კერტის გუდი (“ნიუკასლი”, ინგლისი), ბეილი რაიტი (“პრესტონი”, ინგლისი), ჯეისონ დევიდსონი (“ჰერაკლესი”, ჰოლანდია), ლიუკ უილკშირი (“დინამო” მოსკოვი, რუსეთი), ალექს უილკინსონი (“ჩონბუკი”, სამხრეთ კორეა), რაიან მაკგოვანი (“შანდუნი”, ჩინეთი).
ნახევარმცველები: ოლივერ ბოზანიჩი (“ლუცერნი”, შვეიცარია), მილე იედენაკი (“კრისტალ პალასი”, ინგლისი), მარკ მილიგანი, ტომას როგიჩი (ორივე “მელბურნი”), ჯეიმს ჰოლენდი (“აუსტრია”, ავსტრია), მასიმო ლუონგო (“სუინდონი”, ინგლისი), ადამ საროტა (“უტრეხტი”, ჰოლანდია), მეტ მაკეი (“ბრისბენი”), მარკ ბრეშიანო (“ალ-გარაფა”, ყატარი), ჯოშუა ბრილანტი (“ნიუკასლი”, ინგლისი), ტიმ კეხილი (“ნიუ იორკი”, აშშ), დარიო ვიდოსიჩი (“სიონი”, შვეიცარია).
თავდამსხმელები: ჯოშუა კენედი (“ნაგოია”, იაპონია), ტომას ოარი (“უტრეხტი”, ჰოლანდია), ჯეიმს ტროისი (“მელბურნი”), ბენ ჰელორანი (“ფორტუნა”, გერმანია), ადამ ტაგარტი (“ნიუკასლი”, ინგლისი), მეტიუ ლეკი (“ფრანკფურტი”, გერმანია).
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ავსტრალიელები ჯგუფში ესპანეთთან, ჰოლანდიასთან და ჩილესთან ერთად ითამაშებენ.