ჩოგბურთი

15:09 | 11.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიამდე ტატიშვილი პირველობს

2010 წლის დიდი სლემის ტურნირთაგან პირველში, რომელიც 18-31 იანვარს ავსტრალიის “მელბურნ პარკში” შედგება, სამი ქართველი ჩოგბურთელი – ანა ტატიშვილი, ოქსანა კალაშნიკოვა და მაკა ჩახნაშვილი იასპარეზებს.
ცხადია, რეიტინგიდან გამომდინარე, ქართველი გოგონები ასპარზობაში საკვალიფიკაციო რაუნდიდან ჩაებმებიან, რომლის ბადეც ხვალ გახდება ცნობილი. მანამდე კი, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA) მორიგი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ჩვენებურებს მიზერული ცვლილებები შეეხოთ.
ქართველ გოგონათაგან საუკეთესოს ანა ტატიშვილს 32 ქულა გააჩნია და 176-ე ადგილზე იმყოფება:
176 (177). ანა ტატიშვილი – 328 ქულა; 179 (180). ოქსანა კალაშნიკოვა – 320; 207 (206). მაკა ჩახნაშვილი – 258; 355 (352). სოფო შაფათავა – 109; 441 (439). სოფო ქვაცაბაია – 77; 476 (475). მანანა შაფაქიძე – 66; 485 (484). თათია მიქაძე – 63; 538 (537). ეკატერინე გორგოძე – 50; 1025 (1025). მაგდა ოქრუაშვილი – 6; 1077 (1078). ანა ჯიქია – 4;
სეზონი ჯერ არ გაუხსნიათ ქართველ ვაჟებს, რომელთაც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში კვლავინდებურად სავალალო მდგომარეობა აქვთ.
553 (556). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 48; 1096 (1093). ლაზარე კუხალაშვილი – 6; 1102 (1099). ლადო ჩიხლაძე – 5; 1504 (1503). გიორგი ცივაძე – 1; 1598 (1596). სოზარ გოქაძე – 1; 1598 (1596). ნოდარ ითონიშვილი – 1; 1598 (1596). გიორგი რევაზიშვილი – 1;

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161064