ფეხბურთი

15:59 | 18.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიამ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაინაღდა

ავსტრალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

აზიის შესარჩევი ტურნირის მე-4 ჯგუფური რაუნდის გადამწყვეტ მატჩში ავსტრალიელებმა სიდნეიში ერაყს 1:0 აჯობეს და მუნდიალის საგზური მოიპოვეს. განვლილ დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი ჯოშუა კენედიმ გაიტანა, რომელიც თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო და ხუთ წუთში თავი გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიამდე ბრაზილიაში გასამართი მსოფლიო პირველობის საგზური იაპონიამ მოიპოვა. 

თეგებიკენედი
0.12851