ფეხბურთი

15:53 | 12.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალია უმწვრთნელოდაა

ავსტრალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გერმანელ ჰოლგერ ოსიეკს საფრანგეთთან ჩატარებული ამხანაგური მატჩის შემდეგ თანამდებობა დაატოვებინეს. “პარკ დე პრენსზე” გუშინ ჩატარებული შეხვედრა საფრანგეთის ნაკრებმა 6:0 მოიგო.

“ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციამ სტრატეგიული მიზანი დაისახა – მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე და აზიის 2015 წლის პირველობაზე კონკურენტუნარიანი ნაკრების ჩაყვანა. დავინახეთ, რომ ამ ამოცანის განსახორციელებლად ცვლილებები აუცილებელია” – ციტირებს ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ფრენკ ლოუის სიტყვებს ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

 

0.116261