ფეხბურთი

1:21 | 16.04.2013 | ნანახია 552 - ჯერ

აუტსაიდერთა ბრძოლაში „მალიორკამ“ ივარგა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 31–ე ტური „მალიორკასა“ და ვიგოს „სელტას“ მატჩით დასრულდა. გრეგორიო მანსანოს გუნდი მეტოქეს „იბეროსტარზე“ დაუხვდა და შეხვედრის უკანასკნელ წუთზე გატანილი გოლით სძლია.

ეს მატჩი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან პრიმერაში დასარჩენად იბრძვიან და თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. უშუალო კონკურენტთან გამარჯვების შემდეგ, მალიორკელებმა ქვედა სამეულს თავი მაინც ვერ დააღწიეს, მაგრამ მე–17 ადგილამდე მხოლოდ ქულა აშორებთ.

რაც შეეხება მატჩს, 90 წუთი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და ეს ტაბლოზეც აისახა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ყოფილმა „ბარსელონელმა“ და „ტოტენჰემელმა“ ჯოვანი დოს სანტოსმა მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა და „მალიორკას“ 3 ქულა მოუტანა.

 

პალმა დე მალიორკა. „იბეროსტარი“. 13000

მალიორკა – სელტა 1:0 (0:0)

მალიორკა: ავატი, ჰატონი, ჟერომელი, კევინი, ბიხასი, მარტი (ტისონე 73), მარკესი (პერეირა 73), პინა, ალფარო (არისმენდი 84), დოს სანტოსი, ჰემედი.

მწვრთნელი: გრეგორიო მანსანო

სელტა: ვარასი, ტუნიესი, ლაგო, ხონი, ოუბინია, ფერნანდესი, ინსა, ვილა, ლოპესი (ორელიანა 70), კრონ–დელი (პრანიჩი 84), ბერმეხო (ჩუ–იუნი 78).

მწვრთნელი: აბელ რესინო

გოლები: 1:0 დოს სანტოსი (90)

გაფრთხილებები: ბიხასი (64), პინა (74), დოს სანტოსი (90) – ლაგო (25)

კარში დარტყმა: 9 (5) – 4 (0) ჯარიმა: 17 - 19 კუთხური: 9 - 1 თამაშგარე: 4 - 1 ბურთის ფლობა: 60% - 40% სეივი: 1 – 6

 

ბომბარდირები: მესი („ბარსელონა“) – 43, რონალდუ („რეალი“) – 31, ფალკაო („ატლეტიკო“) – 24.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:44 | 14.06.2020
Sport With pleasure (4571)

..

23:24 | 17.04.2013
a.reversi (9540)

ეს არის რედნაპის ბრალი მიგყავს შე კაიდედმამისშვილო წაიყვანე შანსი მაინც მიეცი დავუშვათ შანს არ აძლევ მერე გაუშვი მაინც ეს 2 სეზონით ადრე სევილიაში იყო გადასული ტოტენჰემიდან და რედნაპმა დაბლოკა ტრანსფერი და მერე ვაფშე არ ათამაშა არადა ეს ბარსაში რო გაამოჩნდა მაგარი იყო ძაან

20:46 | 16.04.2013
delpieronedved (811)

აუ ეს ბიჭი როგორ მევასება ნეტა იუვემ იყიდოს

17:15 | 16.04.2013
jokua (3910)

ეს დოს სანტოსი ნაკრებში რა მაგარი იყო და რაღა მოუვიდა მერე

14:08 | 16.04.2013
Lasha Batkuashvili (188)

stripslashes((strlen('http://trophymanager.com/?c=2803919')>0?'http://trophymanager.com/?c=2803919':'http://trophymanager.com/?c=2803919')) დარეგისტრირდით და ითამაშეთ ძაან მაგარი ვირტუალური ფეხბურთია

10:41 | 16.04.2013
Lucky Luciano (3296)

ეგრე ამბობდნენ წინა წელს,ვილიარეალი რო ტეხავდა თამაშებს,ვინ გააგდებს მაგასო და კი ამოყვეს თავი სეგუნდაში

08:10 | 16.04.2013
FC.BAYERN+GERMANY (10046)

ეხლა რო იძაით საზიზღარიაო მე მახსოვს ამ ცოტა ხნის წინ მეოთხე ადგილზე გავიდა მალიორცა ლიგის საგზური მოიპოვა და ეპანეთის ყ ლ ე მმართველებმა რაგააც დარღვევბის გამო ჩამოართვეს საგზური და სევილიას გადასცეს მაგის შემდეგ მიკვირს კიდე რა მუგამით თამაშობენ საერთოდ

16:08 | 16.04.2013
alcantara. (2593)

მე დავწერე რასაც წელს თამაშობენ იმის ფონზე ძაან ცუდი გუნდია და მუღამი რა შუაშია სეგუნდაში თუ გადავარდა რა მუღამით უნდა ითამაშონ

03:14 | 16.04.2013
mushni (93569)

გავარდება

02:47 | 16.04.2013
xxxxxxxxxxxxxxxxxxxx (1031)

ბოლო რამდენიმე წელია მალიორკა ვარდება და არ გავარდა ან უფრო სწორად არ გააგდეს .არ გააგდეს მაშინ არ გააგდებენ არც ეხლა

01:37 | 16.04.2013
alcantara. (2593)

მალიორკა უნდა გავარდეს რა

01:34 | 16.04.2013
alcantara. (2593)

ყველაზე საზიზღარი გუნდი წელს ესპანეთში იმედია გავარდებიან : )))

01:30 | 16.04.2013
mushni (93569)

არადა რა მაგარი იყო ეს ერთ დროს,,,,,,,,,,,,,

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133099