ჩოგბურთი

11:01 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

АТР-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

 მამაკაცთა საჩოგბურთო ასოციაციის (АТР) ახალი თავკაცი ბრიტანელი კრის კერმოდი გახდა. 48 წლის კერმოდი გასული საუკუნის 80-იან წლებში პროფესიონალი ჩოგბურთელი იყო, შემდეგ ლონდონის Queen’s Club-ის (წინასაუიმბლდონო ტურნირი) დირექტორის მოადგილედ და დირექტორად მუშაობდა. АТР-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას კერმოდი 2014 წლის 1-ელი იანვრიდან შეუდგება.

კრის კერმოდის დანიშვნას პროფესიონალ მოთამაშეთა საბჭოს თავმჯდომარე როჯერ ფედერერი მიესალმა: “ჩოგბურთელთა სახელით ვულოცავ კრისს ახალ თანამდებობას. კერმოდს დიდი გამოცდილება აქვს და ყველა თვისება გააჩნია, რათა მინდობილ საქმეს წარმატებით გაუძღვეს. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება”.

შეგახსენებთ, АТР-ის პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გასულ იანვარს ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელს ბრედ დრუიტს ამიოტროფული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, მაისში კი დრუიტი გარდაიცვალა.

0.095229