ყოველი სეზონის ბოლოს АТР სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს ასახელებს და ცხადია, გამონაკლისი არც მიმდინარე წელიწადია. ჯერჯერობით ATP-მ შტეფან ედბერგის თასისა და „წლის პროგრესის“ პრიზის ნომინანტების სია გამოამზეურა.
ლეგენდარული შვედი ჩოგბურთელის სახელობის თასი იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელმაც სეზონის განმავლობაში ყველაზე მეტად გამოიჩინა თავი სპორტული სულისკვეთებითა და საქველმოქმედო საქმიანობით. 2012 წელს პრიზის დაუფლებისთვის ესპანელები რაფა ნადალი და დავიდ ფერერი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო იბრძოლებენ. შარშან ედბერგის სახელობის თასი ზედიზედ მერვედ ფედერერს გადასცეს.
„წლის პროგრესის“ ნომინანტებს რაც შეეხება, ამ წოდების მოგების პრეტენდენტები ესპანელი პაბლო კარენიო-ბუსტა (წლის დასაწყისში რეიტინგში 715-ე იყო, ამჟამად 66-ე ადგილზეა), ხორვატი ივან დოდიგი (73-29), იტალიელი ფაბიო ფონინი (45-17) და შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა (17-9) არიან. შარშან ეს პრიზი ავსტრალიელმა მარინკო მატოშევიჩმა დაისაკუთრა.







