ჩოგბურთი

18:29 | 5.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ATP-იმ ათეულის კვარტეტი დააჯილდოვა

 

ტორონტოში ATP-ის პრეზიდენტმა კრის კერმონდმა ლატვიელ ერნესტს გულბისს და ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს მსოფლიო რეიტინგის მოწინავე ათეულში შესვლისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა. საპატიო პრიზები კანადელ მილოშ რაონიჩსა და იაპონელ კეი ნიშიკორისაც გადაეცა.

“ჩემთვის ამ პრიზს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. კარგა ხნის განმავლობაში ვოცნებობდი კლასიფიკაციის ათეულში მოხვედრას, ახლა კი ვთვლი, რომ ეს ყველაფერი დასაწყისია. ელიტაში მოხვედრის შემდეგ მეტი თავდაჯერებულობა გაქვს. მე და ჩემ მწვრთნელს როჯერ რაშიდს მეტის მიღწევა გვსურს”, - განაცხადა დიმიტროვმა ჯილდოს მიღების შემდეგ.                   

მიღწეულზე დაჯერებას არც მილოშ რაონიჩი აპირებს და სადღეისოდ მეექვსე პოზიციაზე მყოფი ჩერნოგორიული წარმოშობის კანადელი ხუთეულში დამკვიდრებას გეგმავს.

სიხარული არც კეი ნიშიკორის დაუმალავს. იაპონელმა აღნიშნა ათეულში მოხვედრით სამშობლოში ოფიციალურად ვარსკვლავი გავხდი, ჩემი წარმატება კი მთლიანად ქვეყნის ჩოგბურთის წინსვლააო.

0.121072