ფეხბურთი

17:32 | 25.07.2014 | ნანახია 0 - ჯერ

“ატლეტიკოს” ხავიერ ერნანდესის შეძენა სურს

ბოლო დროს საკმაოდ ბევრი იწერება “მანჩესტერ იუნაიტედიდან” ხავიერ ერნანდესის შესაძლო წასვლის შესახებ. ახალგაზრდა მექსიკელის მომავალს არაერთ გუნდს უკავშირებენ.

ცოტა ხნის წინ, Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩიჩარიტოს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა – მადრიდის “ატლეტიკო”, რომელიც, თავის მხრივ, დიეგო კოშტასა და დავიდ ვილიას ღირსეულ შემცვლელებს ეძებს. მადრიდული კლუბის წარმომადგენელმა, ხოსე ლუის პერეს კამინერომ, პრესასთან საუბრისას მექსიკელისადმი ინტერესი დაადასტურა.

“ჯერ ბევრი რამაა გასარკვევი, თუმცა იმის შანსი, რომ აღნიშნული ტრანსფერი შედგეს, საკმაოდ დიდია.” – განაცხადა კამინერომ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ “ატლეტიკომ” მარიო მანჟუკიჩი დაიმატა, მაგრამ დიეგო სიმეონე კიდევ ერთ მაღალი კლასის თავდამსხმელს ითხოვს.

ლევან გოგოტიშვილი


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:34 | 28.03.2017
BEERTRANCE (97819)

ბლოკნოტები ბითუმად უნდა გავზიდო ჰოლანდიაში მაშIნ DDDDDDDDDDDDDDDDDDD

23:10 | 27.03.2017
baxt (1836)

ვფიქრობ დე ბურს დანიშნავენ. ახალგაზრდაა, ამბიციურია, გარკვეულ წარმატებებს უკვე მიაღწია აიაქსში, თან ახლა უმუშევარია.

22:23 | 27.03.2017
berodaviti (4285)

ვანგაალი თუ მზადაა უალტერნატივოა, ჰოლანდიის მამაა მწვრთნელობის კუთხით

21:38 | 27.03.2017
burusa (2031)

ღადაობენ რა დროს ვანგაალია? დაილია ახალგაზრდა ნიჭიერი ხალხი?

0.063433