ფეხბურთი

14:56 | 2.08.2014 | ნანახია NaN - ჯერ

“ატლეტიკოს” ლამელა სურს

მადრიდის “ატლეტიკო” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილ ნაწილში აქტიურობას გეგმავს. ესპანური მედიის ცნობით, შესაძლოა, დიეგო სიმეონეს გუნდში ლონდონის “ტოტენჰემის” შემტევი ერიკ ლამელა გამოჩნდეს.

ლამელა “რომადან” “ტოტენჰემში” წელიწადის წინათ გადაბარგდა, მაგრამ ნისლიან ალბიონზე თავი ვერაფრით დაიმკვიდრა. მადრიდელები არგენტინელის სანაცვლოდ 27 მილიონ ევროს იხდიან და დიდი ალბათობით, ინგლისელები ტრანსფერს დათანხმდებიან.

აღსანიშნავია, რომ ლამელას ხილვა “ნაპოლისა” და მილანის “ინტერსაც” სურთ.

 


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:27 | 08.05.2014
jokua (3910)

ციტირებს შკყ

14:30 | 08.05.2014
lukaluuu (304)

ყველაზე საზიზღარი და ცუდი მწვრთნელი ) ფეხბურთელების საუბრებიდან გამომდინარე

12:15 | 08.05.2014
chamilo (33560)

არადა ისეთი შემდგენლობა ჰყავს ფულემს 10 ეულში უნდა ყოფილიყო

12:12 | 08.05.2014
BEERTRANCE (97819)

აბა როდის უნდა გაუშვან?

0.065316